თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. დღეს რუსეთს აშშ-თან კარგი თანამშრომლობის მაგალითები აქვს, მათ შორის ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით, ამასთან, ვაშინგტონმა მოსკოვთან ურთიერთობაში უნდა იმოქმედოს არა ძალისა და იმპერიული ამბიციების პოზიციიდან, არამედ პატივი უნდა სცეს პარტნიორებს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტი ტრადიციული ყოველწლიური ურთიერთობის ფარგლებში რუსეთის მოქალაქეების კითხვებს პასუხობს.
„ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში გვქონდა მომენტები, როდესაც ძალზე მჭიდროდ ვთანამშრომლობდით და ძალზე კარგ შედეგებს ვაღწევდით ეროვნულ ან საერთაშორისო დონეზე. და დღესაც არის ასეთი თანამშრომლობის მაგალითები, ეს ეხება მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის საკითხსაც, ტერორიზმთან ბრძოლასაც, ირანის ბირთვული პრობლემის გადაჭრასა და სირიაში ქიმიური იარაღის ლიკვიდაციასაც. არის დადებითი ურთიერთობების სხვა მაგალითებიც“, — განაცხადა პუტინმა „პირდაპირი ხაზის“ მსვლელობისას.
ამასთან, კითხვაზე, ვინ უფრო უარესია რუსეთისთვის აშშ-ის პრეზიდენტობის პრეტენდენტებიდან — ჰილარი კლინტონი თუ დონალდ ტრამპი, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „უნდა ვეძებოთ ისინი, ვინც უკეთესია“.
„ჩვენი პარტნიორები, და საქმე კონკრეტულ ადამიანებშიც არაა, თუ ისინი საკუთარი განსაკუთრებულობის ცრუ წინაპირობიდან გამოვლენ, ეს ნიშნავს, რომ მათ განსაკუთრებულ მდგომარეობაზე, განსაკუთრებულ უფლებებზე ექნებათ პრეტენზია. ეს გნოსეოლოგიური შეცდომაა. პრობლემის საფუძველია გასარკვევი და საჭიროა მოქმედება არა ძალის ან დიქტატის, არა იმპერიული ამბიციების პოზიციებიდან, არამედ პატივისცემით ყველა პარტნიორთან და, რა თქმა უნდა, რუსეთთან. ამის გარეშე თანამედროვე, დემოკრატიული, საერთაშორისო ურთიერთობების აგება შეუძლებელია“, — დასძინა პუტინმა.
მიმდინარე „პირდაპირი ხაზი“ პუტინთან რიგით მეთოთხმეტეა ფორმატის არსებობის განმავლობაში.