თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. რუსეთს ყველა მეზობელ ქვეყანასთან კარგი ურთიერთობები აქვს, თუმცა რუსეთი ზოგიერთი პოლიტიკოსის არაადეკვატურ საქციელს აწყდება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა იმ კითხვაზე პასუხისას, რომელიც რუსეთის უკრაინასთან, საქართველოსთან და თურქეთთან დაძაბულ ურთიერთობებს ეხებოდა.
რუსეთის მეთაური, ტრადიციული ყოველწლიური ურთიერთობების ფარგლებში, რუსეთის მოქალაქეების კითხვებს პასუხობს.
„ჩვენ მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობასთან კარგი ურთიერთობები გვაქვს… მეზობლებთან, მთლიანობაში, ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს. ჩვენ პრობლემები გვაქვს ზოგიერთ პოლიტიკურ მოღვაწესთან, რომელთა საქციელს ჩვენ არაადეკვატურად მივიჩნევთ, რაზეც შესაბამის რეაგირებას ვახდენთ“, — განაცხადა პუტინმა.
რუსეთი „მშვიდად, რყევების გარეშე“ რეაგირებს, აღნიშნა პრეზიდენტმა.
„რეაგირება აუცილებელია, სხვაგვარად კისერზე მოგაჯდებიან და გაგაჭენებენ. ასეთი უკვე იყო უახლეს ისტორიაში“, — აღნიშნა რუსეთის მეთაურმა.
მიმდინარე „პირდაპირი ხაზი“ პუტინთან რიგით მეთოთხმეტეა ფორმატის არსებობის განმავლობაში.