ბერძენ ბიჭს სიყვარულმა ქართული ენის სასწავლო აპლიკაციის შექმნა შთააგონა

© photo: Sputnik / Igor Russak / გადასვლა მედიაბანკშისმარტფონი
სმარტფონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სმარტფონისთვის ქართული ენის შესწავლის აპლიკაციას ძირითადად საქართველოში ჩამოსვლისას უცხოელები იწერენ.

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. ქართველ გოგონაზე შეყვარებულმა საბერძნეთის მოქალაქემ ქართული ენის შესასწავლი მობილური აპლიკაცია შექმნა, რომელიც 2013 წლიდან უკვე 30 ათასმა მომხმარებელმა გადმოიწერა.

ქართული ენის შესასწავლი აპლიკაცია წარმოადგენს ინტერაქტიურ თვითმასწავლებელს, რომელიც მომხმარებელს ქართული ენის საწყისების სწავლაში ეხმარება.

„მე თვითონ საბერძნეთიდან ვარ, ქართულის სწავლა დავიწყე, როდესაც ქართველი გოგონა შემიყვარდა. მე და ჩემი მეგობარი გოგო ხშირად ვლაპარაკობდით ამ ლამაზ ენაზე. და ერთხელაც იდეა მომივიდა, შემექმნა აპლიკაცია – ქართული ენის თვითმასწავლებელი“, — Sputnik-თან ინტერვიუში ჰყვება აპლიკაციის ავტორი მენელაუს ვერგისი.

საქართველოში ქართული წიგნის დღეს აღნიშნავენ - Sputnik საქართველო
საქართველოში ქართული ენის დღეს აღნიშნავენ

შემქმნელებმა უყურადღებოდ არ დატოვეს ქართული ენის ისეთი რთული ნაწილი, როგორიცაა ზმნა. ცნობილია, რომ ქართულ ენაზე ერთი ზმნით შეიძლება გამოხატო ის, რისთვისაც სხვა ენაზე რამდენიმე სიტყვაა საჭირო. სწორედ ამიტომ არის ზმნა მეტყველების ყველაზე რთული ნაწილი, რომელსაც ბევრი ყურადღება უნდა დაეთმოს ქართული ენის შესწავლისას.

შემქმნელების მიერ წარმოდგენილი სტატისტიკის მიხედვით, რუსეთიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, აშშ-დან და გერმანიიდან ჩამოსული უცხოელები საქართველოში ჩამოსვლისას იწერენ აპლიკაციას. ის ტურისტებს ორიენტირებაში და ქართულ ენაზე მარტივი ფრაზების თქმაში ეხმარება. პროგრამას საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ჰყავს და ის თავისი კატეგორიის რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს.

პროგრამა, რომელიც 2013 წელს შეიქმნა, 30 ათასჯერ არის გადმოწერილი და 4 ათასამდე აქტიური მომხმარებელი ჰყავს.

ყველა ახალი ამბავი
0