კვირიკაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღის შეცვლის წინადადება წამოაყენა

© photo: Sputnikგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტს არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი განკარგულების შეცვლა მოუწევს.

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს არჩევნების თარიღთან დაკავშირებულ განკარგულებაზე მოტივირებულ შენიშვნებს გაუგზავნის, რათა წინასაარჩევნო კამპანია 8 ივლისს დაიწყოს.

დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარე არჩევნებში მეორე ტურს ვარაუდობს

"რაც შეეხება თარიღს, ვინაიდან ამან გამოიწვია ფართო განსჯა, სხვადასხვა პარტიების მხრიდან და სამოქალაქო სექტორის მხრიდანაც გამოითქვა საყვედური, გვინდა ვთხოვოთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან დოკუმენტი წარმოდგენილი იყოს ისეთ დროს, რომლის გამოქვეყნებაც დაემთხვევა 8 ივლისს და 3 თვე იყოს აღებული წინასაარჩევნო ვადად“, — განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

ამასთან ერთად, კვირიკაშვილის თქმით, არჩევნების თარიღი – 8 ოქტომბერი უცვლელი დარჩება.

პრემიერ–მინისტრს ავტორიტეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა  მოუწოდეს, არ მოაწეროს ხელი პრეზიდენტის განკარგულებას, ვინაიდან ეს საარჩევნო კოდექსს ეწინააღმდეგება.

ყველა ახალი ამბავი
0