ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი პროფესორებს დესტაბილიზაციაში სდებს ბრალს

© photo: Sputnik / Denis Aslanovშიმშილობა ტექნიკურ უნივერსიტეტში
შიმშილობა ტექნიკურ უნივერსიტეტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი თვლის, რომ პროფესორების შიმშილობა პირადი ინტერესებით არის განპირობებული.

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი თვლის, რომ უმაღლესი  სასწავლებლის პროფესორთა შიმშილობა მიმართულია სასწავლებელში სიტუაციის დესტაბილიზაციისაკენ. 

სასწავლებლის ოთხმა პროფესორმა შიმშილობა გამოაცხადა და მეორე დღეა საპროტესტო აქციას მართავს მოთხოვნით უკანონოდ ჩაითვალოს არჩევნები, რომლის დროსაც რექტორი მესამე ვადით იქნა არჩეული. 

„მე მზად ვარ შევხვდე მათ და დაველაპარაკო, მაგრამ რამდენადაც ვიცი მათ არ უნდა ჩემთან შეხვედრა. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ეს არის დაგეგმილი არეულობა. აქ არ არის პოლიტიკური საფუძველი, აქ სხვა პირადი ინტერესებია“, — უთხრა ფრანგიშვილმა ჟურნალისტებს. 

მან ასევე ბრალი დასდო პროფესორებს ტყუილში და თქვა, რომ სინამდვილეში ისინი არ შიმშილობენ. 

„თანამშრომლები ხედავდნენ, რომ ისინი ჭამდნენ“, — აღნიშნა მან. 

ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორები - Sputnik საქართველო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები შიმშილობას განაგრძობენ

„არანაირი სამართალდარღვევა არ ყოფილა, არჩევნები კანონის დაცვით ჩატარდა. მათ სარჩელი შეიტანეს განათლების სამინისტროში, ამ სარჩელის საფუძველზე, სამინისტრომ შეისწავლა საკითხი, არ დააკმაყოფილა პროფესორთა სარჩელი და არჩევენები არალეგიტიმურად ცნო. ამის შემდეგ, მათ უკვე სასამართლოს მიმართეს“, აღნიშნა მან. ფრანგიშვილის თქმით, იგი არ დამუქრებია პროფესორებს სამსახურიდან განთავისუფლებით და ეს მორიგი ტყუილია პროფესორების მხრიდან. 

ფრანგიშვილი ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის პოსტს 2009 წლიდან იკავებს. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოში ერთ-ერთი უძველესი უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც 1922 წელს დაარსდა. დრეისათვის იქ 20 ათასზე მეტი სტუდენტი ცხოვრობს. 


ყველა ახალი ამბავი
0