თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა რუსეთის მოქალაქე მახირ იბაოღლი დააკავეს, რომელიც ინტერპოლის მოსკოვის ბიუროს მიერ იძებნებოდა.
რუსეთის მოქალაქე 1972 წელს დაბადებული მახირ იბაოღლი საზღვრის უკანონო გადმოკვეთისთვის დააკავეს. ინტერპოლით რომ იძებნებოდა, ცნობილი მოგვიანებით გახდა. რუსეთში ის თაღლითობისთვის იძებნება, იუწყება საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის პრეს-სამსახური.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა“, რაც ჯარიმით ან სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.