გსურთ იყოთ ქართველი მზვერავი? ცოდნა გაიღრმავეთ

© photo: Sputnikმეტეხის ხიდი
მეტეხის ხიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა უწყებაში სამსახურის წესები დაადგინა.

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. საქართველოს დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებმა, უწყების ხელმძღვანელ დავით სუჯაშვილის ბრძანებით, ამერიდან ყოველ სამ წელიწადში ერთხელ განათლების დონის დამადასტურებელი ატესტაცია უნდა გაიარონ. 

დაცვა - Sputnik საქართველო
საქართველოში ჯაშუშებისგან 25 ობიექტს განსაკუთრებულად იცავენ

აღნიშნულ სტრუქტურაში საქმიანობა განისაზღვრება ბრძანებით „საქართველოს დაზვერვის სამსახურში საქმიანობის წესების შესახებ“, რომელიც „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

დაზვერვის სამსახურში დასაქმება შეუძლიათ პირებს, რომლებიც ფლობენ სახელმწიფო ენას და ძალუძთ დაკისრებული ვალდებულებების შესრულება საკუთარი განათლებიდან, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან და პირადი თვისებებიდან გამომდინარე.

გამონაკლისის სახით ქვეყნის დაზვერვის სამსახურში მიიღებიან ფიზიკურად უნარშეზღუდული პირებიც.

დაზვერვის სამსახურში აყვანამდე კანდიდატები ექვსთვიან საცდელ ვადას გადიან.

მზვერაობის მსურველებმა მხედველობაში უნდა იქონიონ, რომ ეს არანორმატიული გრაფიკის უვადო სამუშაოა. ნებისმიერი მზვერავი შეიძლება გაიგზავნოს ხანგრძლივ მივლინებაში, მათ შორის, ერთ თვეზე მეტი ხნით.

საგანგებო მდგომარეობისას დაზვერვის სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის, როდესაც თანამშრომლებს გათავისუფლების უფლება არ აქვთ.

ყველა ახალი ამბავი
0