საქართველოში ჯაშუშებისგან 25 ობიექტს განსაკუთრებულად იცავენ

გამოწერა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უცხოური სპეცსამსახურები რამდენიმე ობიექტით განსაკუთრებით არიან დაინტერესებულნი, რის გამოც მათი დაცვა გაძლიერებულია.

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. საქართველოს უსაფრთხოების სამსახური გაძლიერებულად იცავს იმ 25 ობიექტს, რომლებითაც უცხოური სპეცსამსახურები განსაკუთრებულად დაინტერესდნენ, — ნათქვამია უწყების ანგარიშში, რომელიც ქვეყნის პარლამენტს წარედგინა.

კარწახის საბაჟო-გამშვები პუნქტი - Sputnik საქართველო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოში ათასზე მეტი უცხოელი არ შემოუშვა

განსაკუთრებული რისკის ობიექტების ნუსხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის მთავრობამ 2015 წლის ნოემბერში დაადგინა. 

2015 წლის აგვისტო–დეკემბრის ანგარიშში უწყება წერს, რომ ცალკეული ობიექტების მიმართ დაფიქსირდა უცხოური სპეცსამსახურების დაზვერვის დაინტერესება და ობიექტებზე შეღწევის მცდელობა.

ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იცავს არა მხოლოდ თავად მაღალი რისკის ობიექტებს, არამედ მათი კომპიუტერებისა და ტელეფონების უსაფრთხოებასაც აკონტროლებს.

მაღალი რისკის ობიექტებად საქართველოში მიჩნეულია: ბათუმისა და ფოთის პორტები, თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და მესტიის აეროპორტები, „საქაერონავიგაცია“, „საქართველოს რკინიგზა“, ენგურჰესი, „თელასი“, „გაერთიანებული ენერგოსისტემა — საქრუსენერგო“.

მათ გარდა, ნუსხაში შედის: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სასაზღვრო–გამშვები პუნქტი „სარფი“, სამხედრო–სამეცნიერო ცენტრი „დელტა“, თბილისისა და ქუთაისის მერიები, აჭარის მთავრობა, საგარეო საქმეთა, სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარების, სასჯელაღსრულების, გარემოს დაცვის, ეკონომიკის, ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროები.

ყველა ახალი ამბავი
0