ბურჯანაძე: NDI საქართველოს რევოლუციისთვის ამზადებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
NDI იმას ემხრობა, რომ საქართველოში პროამერიკული ძალები მოვიდნენ, განაცხადა ბურჯანაძემ.

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოში რევოლუციური სცენარი მზადდება, განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

NDI-ს კვლევის თანახმად, მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს მოსახლეობის 15%, ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ — 13%.

ქართული ოცნების მომხრეები - Sputnik საქართველო
NDI: “ქართულ ოცნებას“ ხმას 15% აძლევს, ხოლო ენმ-ს - 13%

„ეს არის პრაქტიკულად სავარაუდო „ქართული მაიდანის“ დაანონსება, იმიტომ რომ როდესაც არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე იწერება კვლევა, სადაც 15% აქვს, კვლევის მიხედვით, მმართველ პარტიას და მეორე და პრაქტიკულად ერთადერთ პარტიას 13%, ეს არის მომზადება ქვეყნისა და საზოგადოებრივი აზრისა რევოლუციური სცენარისათვის“, – აღნიშნულია ნინო ბურჯანაძის განცხადებაში, რომელიც პარტიის ვებ-გვერდზეა განთავსებული.

მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა თანამებრძოლმა NDI-ს გამოკითხვის შედეგებში საქართველოს ხელისუფლებაში პროამერიკული ძალების მოსვლის სურვილი დაინახა.

ბურჯანაძე 2013 წელს „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი ლიდერი იყო. 2008 წლის გაზაფხულზე ის ოპოზიციაში გადავიდა.

ყველა ახალი ამბავი
0