ანაკლიის პორტის მშენებლობა ზაფხულში დაიწყება და ის პირველ გემს 2020 წელს მიიღებს

© ს. კაკაჩიაანაკლიაში პორტის მშენებლობის საკითხი განიხილეს
ანაკლიაში პორტის მშენებლობის საკითხი განიხილეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანაკლიის ღრმაწლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების ტენდერში მიმდინარე წლის თებერვალში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" გაიმარჯვა, რომელიც „თი-ბი-სი ჰოლდინგისა“ და ამერიკული Conti International-ის მიერ ერთობლივად დაფუძნებული კომპანიაა.

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. ანაკლიის პორტში პირველი გემი 2020 წლის დასაწყისში შემოვა, განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ამერიკელმა პარტნიორმა პოლ ფორსმა შეხვედრაზე, სადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტის მშენებლობის ტექნიკური დეტალები განიხილეს.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" (Anaklia Development Consortium), რომელიც ქართული „თი-ბი-სი ჰოლდინგისა“ და ამერიკული Conti International-ის მიერ ერთობლივად დაფუძნებული კომპანიაა, ანაკლიის ღრმაწლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების ტენდერში მიმდინარე წლის თებერვალში გაიმარჯვა. 

ანაკლია - Sputnik საქართველო
ქართულ-ამერიკული კონსორციუმი ანაკლიაში პორტს ააშენებს

ანაკლიაში დღეს გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ეკონომიკის საკითხებში კურტ ტონგიც დაესწრო, პორტის განვითარების ეტაპების, მოქალაქეების დასაქმებისა და მუშახელის გადამზადების საკითხები განიხილეს.

„კონტი–ჯგუფის“ ვიცე–პრეზიდენტმა პოლ ფორსმა აღნიშნა, რომ ამჟამად გარემოზე ზეგავლენის შეფასების სამუშაოები მიმდინარეობს და კონსორციუმის სურვილია, ანაკლია ეკოპორტების სიაში მოხვდეს. მისი თქმით, დაგეგმილია, რომ პორტის მშენებლობა 2019 წლის ბოლოსთვის დასრულდება და 2020 წლის დასაწყისში პირველ გემს მიიღებს. 

ანაკლია - Sputnik საქართველო
აშშ-ში ანაკლიის პორტის პროექტი წლის სტატეგიულ პროექტად დასახელდა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა კურტ ტონგმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია. „სასიხარულოა, რომ ამ პროექტის განხორციელება აქტიურ ფაზაშია გადასული. პროექტი დააკავშირებს საქართველოს ევროპასთან, რაც ჩვენი პრიორიტეტიცაა. მოხარული ვართ, რომ ამერიკის ერთ-ერთი ძლიერი კომპანია „კონტი–ჯგუფი“ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის თანამონაწილეა“, — თქვა კურტ ტონგმა. 

პეკინი - Sputnik საქართველო
ჩინეთი ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური კომპანიის მონაწილეობას მიესალმება

პორტის მშენებელი კონსორციუმის ფინანსური დირექტორის ზურაბ ფიჩხაიას ინფორმაციით, ადგილზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება. „პორტს დიდი ეკონომიკური ეფექტი ექნება, ჩატარდება დიდი მოცულობის სამუშაოები, მშენებლობაში ბევრი ქართული, ადგილობრივი კომპანია ჩაერთვება“, – აღნიშნა მან და დაამატა, რომ პორტის პირველი ფაზის შესაძლებლობები იქნება 900 000 კონტეინერამდე წელიწადში, ხოლო შემდგომში მთლიანად პორტი გათვლილია 100 მილიონ ტონაზე.

პორტის მშენებლობის პირველ ეტაპზე 3400 ადამიანი დასაქმდება, ხოლო დასრულების შემდეგ უშუალოდ პორტში მუდმივად 6400 ადამიანი იმუშავებს.

სოფო კაკაჩია

 

 

ყველა ახალი ამბავი
0