თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. კვირის ბოლომდე საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ნალექიანი ამინდი იქნება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ოთხშაბათი
ოთხშაბათს საქართველოში არა მარტო იწვიმებს, არამედ ქარიც იქნება — წამში 10-15 მეტრი. დასავლეთ საქართველოში ღამით 8-12 გრადუსი, ხოლო დღისით — 12-17 გრადუსი სითბო იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში ღამით 8-13, ხოლო დღისით — 13-23 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. თბილისში სინოპტიკოსები ღამით 13 გრადუსს, ხოლო დღისით — 22 გრადუს სითბოს გვპირდებიან.
ხუთშაბათი
ხუთშაბათს საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში თოვაა მოსალოდნელი. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება.
დასავლეთ საქართველოში ღამით 8-13 გრადუსი, ხოლო დღისით 14-19 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში — ღამით 7-12, ხოლო დღისით — 16-21 გრადუსი სითბო.
თბილისში დღის მეორე ნახევარში იწვიმებს. ღამით 11 გრადუსი, ხოლო დღისით — 19 გრადუსი სითბო იქნება.
პარასკევი
პარასკევს ქარის სიჩქარე ცოტა შემცირდება — წამში 8-13 მეტრი. ზოგიერთ რაიონში იწვიმებს.
დასავლეთ საქართველოში ღამით 8-13 გრადუსი, ხოლო დღისით — 20-25 გრადუსი სითბო იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში ღამით 9-14, ხოლო დღისით — 18-23 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.
თბილისში მცირე ნალექს ელოდებიან. ღამით 13 გრადუსი, ხოლო დღისით — 22 გრადუსი სითბო იქნება.