პერუდან საქართველოში მთელი მსოფლიოს გავლით

© photo: Sputnik / Levan Avlabreliხუან მანუელ კარასკალ გარსია
ხუან მანუელ კარასკალ გარსია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პერუელი ახალგაზრდა ტიპიური ესპანური სახელით — ხუან მანუელ კარასკალი შორეული სამხრეთამერიკული ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსვლასა და აქ ცხოვრების შთაბეჭდილებებზე გიამბობთ.

ხუან მანუელი სამშობლოში თარჯიმნად მუშაობდა და ვოლონტიორების ჯგუფებთან ერთად პერუს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობდა. საქართველოში ოთხი წლის წინ ჩამოვიდა და დღეს ესპანური და ინგლისური ენების მოთხოვნადი რეპეტიტორია.
ცხოვრება სამშობლოში

ძალიან მიყვარს მოგზაურობა. ბავშვობიდან მიყვარდა გლობუსის თვალიერება და მსოფლიოში მოგზაურობაზე ოცნება. წარმოსახვა თვალწინ შორეულ ქვეყნებსა და კონტინენტებს, ევროპას, ავსტრალიას, აფრიკასა და ინდოეთს, მთებსა და ველებს, ოკეანეებსა და მეგაპოლისებს მიხატავდა. ერთ დღესაც აზრი დამებადა: ხომ შეიძლება, ჰობი და სპეციალობა ერთმანეთს დავუკავშირო, რომელიმე შორეულ ქვეყანაში გავემგზავრო და იქ ვიმუშაო?

ვლადიმირ ჩერნიშევი - Sputnik საქართველო
ვლადიმირ ჩერნიშოვი: საქართველო ჩემი ბავშვობის ნაწილია

ასე ავირჩიე პროფესიად თარჯიმნობა. პერუსა და ჩრდილოეთ ამერიკის კულტურის ინსტიტუტში ანგლისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე. მოგვიანებით ამერიკულ მისიონერულ ორგანიზაციაში დავიწყე მუშაობა, რომელიც პერუში ყოველწლიურად აგზავნის ვოლონტიორთა ჯგუფებს სხვადასხვა ვადით. ისინი პერუს რეგიონებში დადიან, სოფლებსა და პატარა ქალაქებში და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ ხალხს. მაგალითად, მოსახლეობას ინგლისურ ენასაც ასწავლიან და უფასო სამედიცინო გამოკვლევებსაც უტარებენ. ამ ჯგუფებთან ერთად ვმოგზაურობდი, თარჯიმნად ვმუშაობდი მათთან.

ჩემი ქვეყანა კარგად რომ გავიცანი, გავაცნობიერე, რომ სადღაც, ძალიან შორს, ჩემთვის სრულიად უცნობ ქვეყანაში მსურდა წასვლა. დიდხანს ვარჩევდი ქვეყანას, ვსწავლობდი და ვადარებდი მათ. არჩევანი ორ ქვეყანაზე შევაჩერე: საქართველოსა და რუსეთზე. რატომ? იმიტომ რომ ამ ქვეყნებში გამგზავრება ბევრად იოლი იყო, ვიდრე სხვებში.

© Levan Avlabreliხუან მანუელ კარასკალ გარსია თბილისში
ხუან მანუელ კარასკალ გარსია თბილისში - Sputnik საქართველო
ხუან მანუელ კარასკალ გარსია თბილისში

იცით, რა იყო გადამწყვეტი არგუმენტი საქართველოს სასარგებლოდ? არ დაიჯერებთ, მაგრამ სუხიშვილ–რამიშვილის ბალეტმა დამიპყრო, ეროვნულმა ცეკვებმა და კოსტიუმებმა. მომინდა, საკუთარი თვალით მენახა ყველაფერი, გულით შემეგრძნო, უძველესი ხალხის კულტურას, ტრადიციებსა და ადათებს შევხებოდი. თურმე ხანდახან როგორ გავლენას ახდენს ჭეშმარიტი ხელოვნება ადამიანების ბედ–იღბალზე?!
ბუნებით გულღია ადამიანი ვარ. დამეხმარებოდა თუ არა ხასიათის ეს თვისება, მოვრგებოდი ცხოვრების ახალ პირობებს? ადამიანები აქ ჩემს მიმართ მეგობრულად არიან განწყობილნი და ეს ორი ფაქტორი აქ დაფუძნებაში დამეხმარა.

არკადი ხარაჯიანი - Sputnik საქართველო
„ეს არის ენით აღუწერელი სილამაზისა და მდიდარი კულტურის ქვეყანა“

თბილისმა კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. ქალაქი მზის სხივებით გაბრდღვიალებული ქუჩებით, ღიმილიანი ახალგაზრდებით, მათი ნათელი და გულის გამხარებელი მზერით, მოდური ჩაცმულობით (თვალში შავი ფერი მხვდებოდა), ჩამოსულისთვის დამახასიათებელ შეკითხვებზე „სად? საით? როგორ?“ თავაზიანი პასუხებით დამხვდა.

ყურადღებას იქცევდა ქართულ–ინგლისური აბრები, რეკლამები და  საძიებლები. სხვათა შორის, სწორედ ამ წარწერებით დაიწყო ჩემი ენობრივი ლიკბეზი. მოგვიანებით თვითმასწავლებლით დავიწყე ქართულის სწავლა და დღეს უკვე კითხვაც ვიცი და ცოტას ვლაპარაკობ კიდეც. 

სამსახური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია…

სამუშაოს პოვნაში ხასიათის ზემოთ ნახსენები თვისება დამეხმარა  — გულღიაობა. სწორედ ამის გამო იოლად ვეცნობოდი ადამიანებს ლამის ფეხის ყველა ნაბიჯზე. თავისთავად ცხადია, ეს თვისება ნებისმიერთან ურთიერთობის დამყარებაშიც მეხმარებოდა — მაღაზიაში, პარკში, ქუჩაში… მოკლედ, ყველგან.

© Levan Avlabreliხუან მანუელ კარასკალ გარსია
ხუან მანუელ კარასკალ გარსია - Sputnik საქართველო
ხუან მანუელ კარასკალ გარსია

ასე თანდათან მიმრავლდებოდა კავშირები და ამხანაგურ–მეგობრული ურთიერთობები. ბლოკნოტი სავსე მაქვს სახელებით: დათო, თემური, თინა, ვანო, მარიამი, ემზარი… სწორედ ასეთი მიდგომა დამეხმარა სამსახურის პოვნაში.

უცხო ენის კერძო რეპეტიტორი მრავალრიცხოვანი კონტაქტებისა და კავშირების გარეშე თავს ვერ გაიტანს. სწორედ ამას გულისხმობს, ასე ვთქვათ, „საჰაერო რადიო“, ანუ, როდესაც შენი რომელიმე მოსწავლე ან მისი მშობელი შენს შესახებ ინფორმაციას სხვას გადასცემს — მეზობელს, მეგობარს, ნათესავს.

მაგალითად, ერთმა ჩემმა მოსწავლემ, ნინი მანუაშვილმა ჩემს შესახებ საერთო ნაცნობისგან შეიტყო, რომელმაც ურჩია კიდეც ნინის, ესპანურში მეცადინეობა იმ ადამიანთან დაეწყო, რომლისთვისაც ის მშობლიური ენაა — ანუ ჩემთან. არასდროს მყოლია ხუთ–ექვს, სხვადასხვა ასაკის მოსწავლეზე ნაკლები. „საჰაერო რადიოს“ მეთოდი მართლა მუშაობს საქართველოში.

სწავლებისას აქცენტს სალაპარაკო ენაზე ვაკეთებ. დაახლოებით 15–20 წუთის განმავლობაში თემას ვეცნობით, მერე საუბრის სპეციფიკასა და მეთოდს ვეცნობით.  ინგლისური და ესპანური ზეპირი მეტყველება განსხვავდება წერითი მეტყველებისგან, თავისებური ნიუანსები აქვს და მისი სახელმძღვანელობით, წიგნებით შესწავლა რთულია.

ვიქტორია გეროცკაია - Sputnik საქართველო
ვიქტორია გეროცკაია: უკრაინელი ჟურნალისტიდან თბილისელ კონდიტერამდე

ზეპირი მეტყველების სახასიათო თავისებურებაა საუბრისას შეკითხვების, რეპლიკების, მიმიკის ჩართვა. გაკვეთილებზე ხშირად მივმართავ ჟესტიკულაციას, მით უმეტეს, როცა ქართული სიტყვების მარაგი შემომაკლდება ხოლმე. ასეთ დროს ჟესტები და მიმიკა მუშაობს.

წავწყდომივარ თუა არა სირთულეებს მუშაობისას? რა თქმა უნდა! რეპეტიტორის მუშაობა, ჩემი აზრით, პრობლემის გარეშე წარმოუდგენელია. როგორც წესი, ეს  საშინაო დავალების შესრულებას უკავშირდება.

განსაკუთრებით, 13–14 წლის მოზარდების შემთხვევაში. ნიჭიერი, უნარიანი ბიწები და გოგოები არიან, მაგრამ შინ დამოუკიდებლად მუშაობა არ უყვართ — არ ვიცი, საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულად შეფასებისა თუ კადნიერების, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის გამო. 
თუმცა მედალს ორი მხარე აქვს და ძალიან სასიამოვნო მომენტებიც არის ხოლმე. ერთი მოსწავლე მყავდა, მარიამ ბერიძე. სალაპარაკო ინგლისურს ვასწავლიდი, რაც მშვენივრად აითვისა. დღეს ის ამერიკაშია და სამედიცინო მკვლევარის წარმატებულ კარიერას იგებს. მეამაყება, რომ მარიამმა ენის ცოდნა ჩემთან გაკვეთილებით გაიღრმავა.

© Levan Avlabreliხუან მანუელ კარასკალ გარსია - პერუდან თბილისში
ხუან მანუელ კარასკალ გარსია - პერუდან თბილისში - Sputnik საქართველო
ხუან მანუელ კარასკალ გარსია - პერუდან თბილისში

… მაგრამ დასვენებაც საჭიროა

სამსახური სამსახურად, მაგრამ, როგორც იტყვიან, არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი. უქმეებს სხვადასხვანაირად ვატარებ. ხშირად ვსეირნობ ქალაქის ქუჩებში — ხან მარტო, ხან მეგობრებთან ერთად. მიყვარს კაფეში ჯდომა და კლუბებსაც ხშირად ვსტუმრობ. მომწონს საქრათველოს კუთხეებში მოგზაურობა. უკვე ვიყავი ბათუმში, წყალტუბოში, ქუთაისში… ეს ახალი შთაბეჭდილებებია და  ბუნებრივია, ჩემთვის ახალი შეხვედრები და ნაცნობობა. სიტყვის მარაგსაც ვივსებ, თვალსაწიერსაც ვიფართოვებ, ხალხის ბუნებასაც ღრმად ვსწავლობ, მათ ტრადიციებსა და ადათებსაც უკეთ ვეცნობი და ურთიერთობების ნიუანსებსაც.
მეგობრებთან ერთად ხშირად ვუზივარ ქართულ სუფრას. სადღეგრძელოები — ეს ურთიერთობის თავისებური, განუმეორებელი, კოლორიტული ფორმაა. თითოეული იმას ამბობს, რაც გულში აქვს —  გულწრფელად, თბილად,  გულითადად ამბობს. ჩემთვის ძალიან უჩვეულოა და საინტერესო ადამიანების ქართულ სუფრასთან ურთიერთობა.

ლიზა კუჭავა - Sputnik საქართველო
აქ თვითონ ცხოვრება გვკარნახობს სხვა წესებს

ქართული სამზარეულო საოცრად მადისაღმძვრელი, არომატული და მრავალფეროვანია. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ ქართული და პერუანული სამზარეულოები ერთმანეთისგან განსხვავდება — თქვენ უფრო მეტ ცომს იყენებთ კერძებში, ჩვენ — მეტ ბრინჯს, ზოგი კერძი მაინც წააგავს ერთმანეთს. მაგალითად, ქართული  „ოჯახური“ და პერუანული „ლომო სალტადო“ — ეს პრაქტიკულად ერთი და იგივეა, განსხვავება მხოლოდ გარნირშია — თქვენ კარტოფილთან ერთად წვავთ ხორცს, ჩვენ ბრინჯს ვიყენებთ გარნირად.

საუბრისას მხოლოდ მე კი არ ვსვამ შეკითხვებს, მეც მისვამენ, საკმაოდ ხშირად მეკითხებიან ჩემს სამშობლოზე. ჰოდა, მეც ვუყვები, რომ პერუ — ეს სამხრეთ ამერიკის ერთ–ერთი უმსხვილესი სახელმწიფოა ფართობით, რომ მისი მოსახლეობა 30 მილიონ კაცს ჭარბობს.

© Levan Avlabreliხუან მანუელ კარასკალ გარსია
ხუან მანუელ კარასკალ გარსია - Sputnik საქართველო
ხუან მანუელ კარასკალ გარსია

პერუ წყნარი ოკეანის შორეული ქვეყანაა, უბრწყინვალესი არქიტექტურითა და არაჩვეულებრივი გეოგრაფიული მრავალფეროვნებით. პერუშია  მსოფლიოს ახალი საოცრებებიდან ერთ–ერთი — იდუმალი ქალაქი მაჩუ–პიკჩუ. ამ მხარის მოსახლობა სრულიად სამართლიანად ამაყობს ინკების იმპერიის უმდიდრესი და განუმეორებელი მემკვიდრეობით. პერუ, ისევე როგორც საქართველო, ქრისტიანული ქვეყანაა, რელიგიური…

არანაირად არ ვნანობ, რომ საქართველოში ჩამოვედი. არ შემშინებია, რომ გულღია ვყოფილიყავი ადამიანებთან, იმიტომ რომ ისინიც ამითვე მპასუხობდნენ. ეს ადამიანებთან კონტაქტების დამყარებასა და სიძნელეების გადალახვაში, გარკვეული, ყოველდღიური პრობლემების გადაჭრაში მეხმარებოდა. ქართველების კეთილგანწყობამ შემიქმნა იმგვარი გარემო, რომელშიც ჩემი ხასიათის თავისებურებამ — გულღიაობამ ნოყიერი ნიადაგი ჰპოვა. ახლა ხვალინდელი დღისა აღარ მეშინია.

არ მინდა შევჩერდე მიღწეულზე. მე ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ და წინსვლის, ახალი სიმაღლეების დაპყრობის სურვილი ჯერ არ გამნელებია. მით უმეტეს, რომ აქ ზრდის კარგი შესაძლებლობაა. თანდათან მიმწიფდება ენის ცენტრის გახსნის, ახალ პროფესიულ დონეზე ასვლის გადაწყვეტილება და თუ ოცნებას ფრთებს შევასხამ, წარმოიდგინეთ, რაოდენ დიდი იქნება ჩემი მადლიერება საქართველოს მიმართ!

ყველა ახალი ამბავი
0