თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. დაბა ნოვოსელიცკოეს საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ევაკუაცია გამოცხადდა მას შემდეგ, რაც თვითმკვლელი ტერორისტები ადგილობრივ შს რაიონულ განყოფილებას დაესხნენ თავს, იუწყება სოციალურ ქსელ Вконтакте–ში განთავსებული გაზეთ „ნოვოსელიცკიე ნოვოსტის“ გვერდი.
პოლიციის განყოფილებას, შინაგან საქმეთა სამხარეო ხელმძღვანელობის ინფორმაციით, სავარაუდოდ სამი ბოევიკი დაესხა თავს, რომელთაგან ერთი ლიკვიდირებულია, მეორემ თავი აიფეთქა, ხოლო მოგვიანებით მესამეც გაანადგურეს.
„საგანგებო ვითარებიდან გამომდინარე ნოვოსელიცკის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ევაკუაცია გამოცხადდა. რაიონულ ადმინისტრაციაში ანტიტერორისტული კომისიის საგანგებო სხდომა მიმდინარეობს“, — ნათქვამია განცხადებაში.
ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებენ, არ გამოვიდნენ სახლებიდან.