თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. უცნობმა პირებმა სტავროპოლის ნოვოსელიცკის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილებაზე თავდასხმა მოაწყვეს. დაშავებულების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.
ინციდენტი რუსეთის შსს-ს რეგიონული მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა დაადასტურა.
„თავდასხმა ნოვოსელიცკის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილებაზე მოხდა, ინფორმაცია ზუსტდება“, — განაცხადა მან და აღნიშნა, რომ თავდამსხმელთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
მანამდე საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ შს რაიონულ განყოფილებასთან სამმა თვითმკვლელმა აიფეთქა თავი. სულ ხუთი აფეთქების ხმა იყო. წინასწარი მონაცემებით, თვითმკვლელები დაიღუპნენ, მათი კიდევ ერთი თანამზრახველი ლიკვიდირებულია. დანარჩენი შედეგები დგინდება.