ქართული რეალობა გამოკითხვის პრიზმაში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ისტორიული ცენტრი
თბილისის ისტორიული ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია სამუშაო ადგილები, ინფლაცია, სიღარიბე და პენსიები.

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. საქართველოში რეალობა იცვლება, მოსახლეობას უმუშევრობა და ფასების ზრდა ისევ ადარდებს, მაგრამ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ნაკლებად აქტუალურია. ასეთი შედეგები მიიღო აშშ-ის ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა, რომელმაც 23 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში საქართველოში საზოგადოებრივი აზრის მორიგი გამოკვლევა ჩაატარა. პირდაპირი ინტერვიუს გზით 3 900 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილებამ 1,6% შეადგინა.

რითი ცხოვრობს საქართველო?

გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია სამუშაო ადგილები, ინფლაცია, სიღარიბე და პენსიები, ხოლო ყველაზე ნაკლებად ადარდებს მოსახლეობას უმცირესობათა უფლებები, მასმედიის თავისუფლება და პატიმართა მდგომარეობა.

საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხს სამუშაო ადგილების პრობლემა წარმოადგენს. 2012 წლის ნოემბერში ეს საკითხი ყველაზე აქტუალური გამოკითხულთა 56%-სთვის იყო, 2016 წლის მარტში კი 57%-სთვის.

თბილისი - Sputnik საქართველო
NDI: საქართველოს მოსახლეობის 66% უკმაყოფილოა ეკონომიკური მდგომარეობით

უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მიმართ შეიცვალა მოსახლეობის დამოკიდებულება. თუ 2012 წლის ნოემბერში ეს საკითხი მნიშვნელოვანი იყო გამოკითხულთა 26%-სთვის და ის მეორე ადგილს იკავებდა, 2016 წლის აპრილში ამ საკითხმა მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.

მოსახლეობას სიღარიბის საკითხი უფრო და უფრო ადარდებს. თუ 2012 წელს ეს საკითხი მნიშვნელოვანი იყო გამოკითხულთა 28%-სთვის, 2016 წლის მარტში ეს მაჩვენებელი 2%-ით გაიზარდა.

ამავე დროს გამოკითხვამ აჩვენა, რომ უმუშევართა რაოდენობა საქართველოში შემცირდა. თუ 2012 წლის ნოემბერში უმუშევრად საკუთარ თავს გამოკითხულთა 67% თვლიდა, 2016 წლის მარტში ეს მაჩვენებელი 65%-ს შეადგენს.

საით მიდის ქვეყანა?

ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში ქვეყნის განვითარების მიმართულების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. თუ 2012 წლის ნოემბერში 58% თვლიდა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 2016 წლის მარტში ეს რაოდენობა 38%-მდე შემცირდა.

2012 წლის ნოემბერთან შედარებით 28%-ით გაიზარდა იმ გამოკითხულთა რაოდენობა, ვინც თვლის, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდება. ასე 39% თვლის. 36%-მა თქვა, რომ ქვეყანა ადგილზე დგას.

გამოკითხულთა 52%-მა თქვა, რომ ემხრობა საქართველოს პროდასავლურ განვითარებას, რუსეთთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებასთან ერთად.

2012 წლის ნოემბერთან შედარებით შემცირდა იმ გამოკითხულთა რაოდენობა, რომლებიც თვლიან, რომ რუსეთი საქართველოსთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. 2012 წელს ასე თვლიდა 66%, 2016 წელს კი — 47%.

მაიდანი - Sputnik საქართველო
გამოკითხვა: საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა რუსეთთან კარგი ურთიერთობების მომხრეა

არ შეცვლილა საქართველოს მოსახლეობის ევროკავშირში შესვლის მისწრაფება – ამ გადაწყვეტილებას მხარს ისევ 77% უჭერს.

თუმცა, ნატოში ინტეგრაციას 2012 წლის ნოემბერთან შედარებით საქართველოს მოსახლეობა ოდნავ ნაკლებად უჭერს მხარს: 2012 წლის ნოემბერში – 71%, ხოლო 2016 წლის მარტში – 68%. 

ამსათან ერთად უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში ქვეყნის ევრაზიულ კავშირში შესვლის მომხრეები გამოჩნდნენ. ამას გამოკითხულთა 20% უჭერს მხარს.

ყველა ახალი ამბავი
0