გამოკითხვა: საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა რუსეთთან კარგი ურთიერთობების მომხრეა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმაიდანი
მაიდანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთელი საქართველოს მასშტაბით 23 თებერვლიდან 14 მარტის ჩათვლით 3 900 ადამიანი გამოიკითხა. მათგან 52% პროდასავლურ კურსს და, ამასთან ერთად, რუსეთთან კარგ ურთიერთობებს ემხრობა.

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი საგარეო პოლიტიკაში პროდასავლურ კურსს უჭერს მხარს და ამასთან ერთად მიიჩნევს, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობები უნდა შენარჩუნდეს. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული გამოკითხვა მეტყველებს.

კვლევის „საზოგადოებრივი განწყობა საქართველოში“ შედეგების პირველი ნაწილი თბილისში NDI-ს დირექტორმა ლორა ტორნტონმა (Laura Thornton) წარმოადგინა. კვლევა საქართველოს მასშტაბით 23 თებერვლიდან 14 მარტის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა.

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
აბაშიძე: რუსეთთან დიალოგი საქართველოს ევროინტეგრაციაში დაეხმარა

კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 52%-მა ფრაზა „საქართველოს საგარეო კურსი უნდა იყოს…“ დაასრულა შემდეგნაირად — პროდასავლური, მაგრამ რუსეთთან კარგი ურთიერთობები უნდა შენარჩუნდეს, 16% უპირატესობას პრორუსულ კურსს ანიჭებს, მაგრამ, ამავე დროს, კარგი ურთიერთობები უნდა შენარჩუნდეს ევროკავშირთან და ნატოსთან.

14% პროდასავლური კურსის მომხრეა, ხოლო 5% — ცალსახად პრორუსულის. კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა გამოკითხულთა 11%-ს, ხოლო 1%-მა ფრაზის დასრულებაზე უარი განაცხადა.

კვლევის დროს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე პირდაპირი ინტერვიუს სახით გამოიკითხა 3 900 ადამიანი. ცდომილება 1,6%-ია.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის შვედური სააგენტო (SIDA). გამოკითხვას აწარმოებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).

ყველა ახალი ამბავი
0