კვირიკაშვილი: ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ჩვენი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა

© Сайт Георгия Квирикашвили გიორგი კვირიკაშვილი ფორუმზე
გიორგი კვირიკაშვილი ფორუმზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ყოველწლიური საინვესტიციო ფორუმის პლენალურ სესიაზე Global Leaders Debate ყურადღება ქვეყანაში არსებულ პოზიტიურ საინვესტიციო კლიმატსა და ბიზნეს-გარემოზე გაამახვილა.

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა საქართველოს, როგორც საინვესტიციო ქვეყნის მიმზიდველობა, ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა, აღნიშნა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა Global Leaders Debate–ს პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
„კვირიკაშვილის ეფექტი“ — როგორც ბიზნეს-გარემოს ფაქტორი საქართველოში

გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფება არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, სადაც ყოველწლიური საინვესტიციო ფორუმის (Annual Investment Meeting, AIM 2016) მუშაობაში იღებს მონაწილეობას, ნათქვამია მთავრობის მეთაურის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

„საქართველო მაქსიმალურად იყენებს იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ჩვენ გვთავაზობს ორი წლის წინ ხელმოწერილი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან“, — აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა თავის სიტყვაში.

გიორგი კვირიკაშვილი ფორუმის მონაწილეებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე ესაუბრა და ხაზი გაუსვა ქვეყანაში ბიზნეს-გარემოს ღიაობასა და გამჭვირვალობას.

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზრდება. 2014 წელს დაფიქსირდა 80-პროცენტიანი ზრდა და ინვესტიციების მოცულობამ 1,75 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამ ზრდის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია ბიზნესზე ორიენტირებული პოლიტიკა, უწყვეტი რეფორმები ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად, მტკიცე საგარეო-სავაჭრო ურთიერთობები, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

მან ასევე განუმარტა ფორუმის მონაწილეებს, რომ საქართველოს მთავრობა ახალ რეფორმებს იწყებს, რომელთა მიზანიც ქვეყნის განვითარება, ეფექტური მართვა, განათლების სისტემის რეფორმირება და ასევე რეგიონული და ინფრასტრუქტურული განვითარებაა.

ვახტანგ გორგასალი - Sputnik საქართველო
ყველაზე მეტი ინვესტიცია 2015 წელს ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში ჩაიდო

„გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რომელთა განხორციელებაც უახლოეს მომავალშია დაგეგმილი და რომელთა მიზანიცაა ქვეყნის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, შავი ზღვის სანაპიროზე, ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რაც გაზრდის საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს. პორტის ყოველწლიური ტვირთბრუნვა იქნება 100 მილიონი ტონა წელიწადში“, — აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს პრემიერმა ფორუმს აუწყა, რომ საქართველოში შექმნილია ინვესტორთა საბჭო, რომელშიც ყველა მსხვილი ინვესტორი და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია შედის.

ყველა ახალი ამბავი
0