„კვირიკაშვილის ეფექტი“ — როგორც ბიზნეს-გარემოს ფაქტორი საქართველოში

© facebook.com/GeorgianGovernmentმთავრობის სხდომა
მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკონომიკის მინისტრის თქმით, პრემიერ–მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის 100 დღის განმავლობაში კვირიკაშვილმა მნიშვნელოვანი რეფორმების ინიცირება მოახდინა, რომელთა განხორციელება ამჟამად მიმდინარეობს.

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. საქართველოში გაჩნდა ასეთი ფენომენი — „გიორგი კვირიკაშვილის ეფექტი“, რომელიც პირდაპირ აისახა ბიზნესის გააქტიურებაზე და მონდომებაზე, რომ ქვეყანაში კიდევ მეტი გაკეთდეს ამ მიმართულებით, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

თბილისი - Sputnik საქართველო
მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმას მიესალმება

მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობაზე ყოფნის 100-დღიანი პერიოდი შეაფასა და მას დადებითი და პროდუქტიული უწოდა.

„ამჟამად გიორგი კვირიკაშვილის დაანონსებული ყველა რეფორმა მიმდინარეობს. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმის — გადასახადების დაწევის ნაწილში — განხილვები უკვე დაწყებულია კომიტეტებში“, — განაცხადა მინისტრმა და დაამატა, რომ მთავრობას ამ საკითხში პარლამენტის მხარდაჭერის იმედი აქვს.

ქუმსიშვილის თქმით, უკვე ჩატარდა განათლების რეფორმის პირველი ნაწილის პრეზენტაცია, ის უკვე მოქმედებს, start-up–ის მიმართულების სამზადისი უკვე დასრულებულია და უახლოეს დღეებში მისი რეალიზაცია დაიწყება.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერ–მინისტრის მიერ ინიცირებული სივრცითი განვითარების რეფორმა.

„ამ მხრივ ძალიან აქტიურდ ვმუშაობთ დონორ ორგანიზაციებთან, ასევე აქტიურად ვმუშაობთ ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით… ეს ყველაფერი ძალიან პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე“, — დაასკვნა ქუმსიშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0