თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. მთიანი ყარაბაღის პრობლემის გადაჭრა არა საქართველომ, არამედ მსოფლიო პოლიტიკის მსხვილმა მოთამაშეებმა უნდა ითავონ, მიიჩნევს Sputnik-ის ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის „შეძლებს თუ არა საქართველო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში დახმარებას?“ მონაწილეთა 50,6%.
მთიან ყარაბაღში ვითარება აპრილის დასაწყისში დაიძაბა. მოგვიანებით მხარეები საომარი მოქმედებების შეჩერებაზე შეთანხმდნენ, თუმცა შეთანხმება ბოლომდე მაინც არ სრულდება.
Sputnik-ის მკითხველთა 25,3% მიიჩნევს, რომ საქართველოს ამ კონფლიქტის მოგვარებაში შუამავლის როლის აღება შეუძლია. ამას არ ეთანხმება 17,8%, ვინც დარწმუნებულია, რომ საქართველოს კონფლიქტების მოგვარებაში შესაბამისი გამოცდილება არ გააჩნია.
გამოკითხულთა 6,3%-მა კი არ იცის, შეძლებს თუ არა საქართველო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში დახმარებას.