საქართველოს სურვილია ყარაბაღის კონფლიქტში შუამავლის როლი შეასრულოს

© photo: Sputnikმთავრობის კანცელარია
მთავრობის კანცელარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო ყურადღებით აკვირდება მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებს და მხარეებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მოუწოდებს, რაც მნიშვნელოვანია რეგიონისთვის მთლიანად, აცხადებს ქვეყნის ხელისუფლება.

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. მთიან ყარაბაღში დაპირისპირების შეწყვეტის საქმეში საქართველომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მედიატორის როლი უნდა შეასრულოს, განაცხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურმა ვახტანგ კაპანაძემ.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი მთიან ყარაბაღში სიტუაციის ესკალაციით შეშფოთებულია

სომხეთმა და აზერბაიჯანმა 2 აპრილს ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების გამწვავების შესახებ განაცხადეს: კერძოდ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან სროლების შესახებ განაცხადა, ხოლო სომხეთის სამხედრო უწყებამ — აზერბაიჯანის მხრიდან „შემტევი ქმედებების“ შესახებ.

 „თუ ეს შესაძლებელია, ჩვენ მედიატორის როლი უნდა ვიტვირთოთ. ჩვენ ერთ-ერთი ის ქვეყანა ვართ, ვისაც ორივე ქვეყანასთან კარგი ურთიერთობები აქვს“, — განაცხადა კაპანაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

გენერალური შტაბის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები კონფლიქტის მოგვარების მშვიდ და მშვიდობიან ფაზაზე გადავლენ და აღნიშნა, რომ ქართული მხარე მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ადევნებს თვალს.

კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას მოითხოვს ასევე საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე.

მინისტრის აზრით, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის.

კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ–დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1991 წლის სექტემბერში სტეფანაკერტში მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შექმნა გამოცხადდა. საბოლოოდ აზერბაიჯანმა დაკარგა ყარაბაღზე კონტროლი.

1992 წლიდან ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. აზერბაიჯანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მოითხოვს, ხოლო სომხეთი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, ვინაიდან ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0