ევროპოლის აზრით, პარიზის ტერორისტ-თვითმკვლელის ძმამ შეიძლება შური იძიოს

© REUTERS / CHARLES PLATIAUპოლიციელები პარიზში
პოლიციელები პარიზში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარიზის ტერორისტ-თვითმკვლელის აბდელჰამიდ აბაუდის უმცროსი ძმის იუნეს აბაუდის დოსიე „ზღვის პატარა უბის“ სახელწოდებას ატარებს. ადრე იუნესი იუწყებოდა, რომ უფროსი ძმის სიკვდილის გამო შურს იძიებდა.

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. ევროპოლი პარიზის ტერორისტ-თვითმკვლელის აბდელჰამიდ აბაუდის უმცროსი ძმის იუნეს აბაუდის მხრიდან შურისძიების შესაძლო აქტებს ელოდება, გაზეთ „Derniere heure“-ზე დაყრდნობით იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

აბდელჰამიდ აბაუდმა საფრანგეთის დედაქალაქში ტერორისტულ შეტევებში გადამწვეტი როლი ითამაშა, შემდეგ კი პარიზის გარეუბანში საფრანგეთის პოლიციის სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულ იქნა.

„მოზარდი (იუნესი) იუწყებოდა, რომ თავისი უფროსი ძმის სიკვდილის გამო შურისძიება სურდა. ეს სიახლე სერიოზულად არის აღქმული. ასევე ინტერპოლში იუნესის მიმართ ძალიან სერიოზული დამოკიდებულება არსებობს, მის დოსიეს „ზღვის პატარა უბის“ სახელწოდება აქვს“,- წერს გამომცემლობა.

აფეთქების შემდეგ ადამიანები ბრიუსელის აეროპორტს ტოვებენ - Sputnik საქართველო
ტერაქტები ბრიუსელში - ევროპაში უსაფრთხოების ზომები მკაცრდება

მისი მონაცემებით, იუნეს აბაუდმა, რომლის ადგილსამყოფელი ამჯამად უცნობია, 18 თებერვალს თავის დას სირიიდან წერდა, რომ „10 საათში ჩამოვა“.

იუნეს აბაუდისირიაში ჩამოვიდა, როდესაც  ის 13 წლის იყო, ის ისლამის ყველაზე ახალგაზრდა მებრძოლი გახდა. ტერორისტები მის სურათს ინტერნეტში ხშირად აქვეყნებდნენ, სადაც ის იღიმოდა და კალაშნიკოვის ავტომატი ეჭირა.

2015 წლის 13 ნოემბერს საღამოს ტერორისტთა სამმა ჯგუფმა პარიზსა და მის უახლოეს გარეუბანში სენ-დენიში თავდასხმების სერია განახორციელეს. საერთო ჯამში ტერაქტების მსხვერპლი 130 ადამიანი გახდა, 350-ზე მეტი დაიჭრა.

ყველა ახალი ამბავი
0