არაბეთის გაერთიანებული საემიროები საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია

© Сайт Георгия Квирикашвилиირაკლი კვირიკაშვილის ვიზიტი საქართველოს გაერთიანებულ საემიროებში
ირაკლი კვირიკაშვილის ვიზიტი საქართველოს გაერთიანებულ საემიროებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში არაბეთის გაერთიანებული საემიროების ინვესტიციების ზრდის და მხარეებს შორის საქონელბრუნვის ზრდის მიუხედავად, ორი სახელმწიფოს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში დიდი პოტენციალია, თქვა პრემიერმა.

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. არაბეთის გაერთიანებული საემიროები საქართველოსათვის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია. ამ ქვეყნის ინვესტიციები საქართველოს სხვადასხვა სექტორში 700 მილიონ დოლარს შეადგენს — აღინიშნა საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრების  გიორგი კვირიკაშვილისა და მოჰამედ იბნ რაშიდ ალ მაკტუმის შეხვედრაზე.

შეხვედრა დუბაიში ყოველწლიური საინვეცტიციო ფორუმის (Annual Investment Meeting, AIM 2016) ფარგლებში შედგა,  რომელშიც საქართველოს პრემიერ მინისტრი იღებდა მონაწილეობას, იტყობინება პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

დუბაი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერი დუბაიში საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოვა

მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში არსებული უდიდესი პოტენციალი განიხილეს და მზადყოფნა გამოთქვეს გააღრმავონ ურთიერთობები ეკონომიკის, ტურიზმის, ვაჭრობისა და ინვესტიციების მოზიდვის სფეროში. 

„საქონელბრუნვამ მხარეებს შორის გასულ წელს 240 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც 6%-ით მეტია 2014 წელთან შედარებით“, — აღინიშნა შეხვედრაზე. 

მოჰამედ იბნ რაშიდ ალ მაკტუმ ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერის ვიზიტის მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების საქმეში და აღნიშნა არაბი ინვესტორების მზარდი ინტერესი ქართული ბაზრისადმი. 

„საჭიროა მეტი ინვესტიციები საქართველოში, უფრო მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა და უფრო მეტი ინტერესის გამოჩენა საქართველოს ტურისტული პოტენციალისადმი, — განაცხადა არაბთა გაერთიანებული საემიროების ეკონომიკის მინისტრმა, სულთან ბენ საედ ალ მანსურიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე. 

საქართველოს პრემიერ მინისტრი „მსოფლიო ლიდერების დებატების“ პლენარულ სესიაზე (Global Leaders Debate) გამოვიდა. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოში პოზიტიურ საინვესტიციო კლიმატზე, პოზიტიურ ბიზნეს-გარემოზე, ასევე ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ პოტენციალზე“. 


ყველა ახალი ამბავი
0