საქართველოს პრემიერი დუბაიში საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოვა

© photo: Sputnik / Григорий Сысоев / გადასვლა მედიაბანკშიდუბაი
დუბაი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფორუმის ფარგლებში კვირიკაშვილი ბიზნესმენებთან შეხვედრასა და მათთვის საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატის გაცნობას გეგმავს.

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ორშაბათს არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ეწვევა, სადაც დუბაიში მონაწილოებას მიიღებს ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმში (Annual Investment Meeting, AIM 2016), აღნიშნულია პრემიერის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

„კვირიკაშვილი სიტყვით გამოვა პლენარულ სესიაზე „მსოფლიო ლიდერების დებატები“ Global Leaders Debate. პრემიერ-მინიტრი ყურადღებას გაამახვილებს საქართველოში არსებულ დადებით საინვესტიციო კლიმატზე, ჯანსაღ და პოზიტიურ ბიზნესგარემოზე, ქვეყნის სავაჭრო-ეკონიმიკურ პოტენციალზე“, — აღნიშნულია განცხადებაში.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს არაბთა გაერთიანებული საემიროების ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საინვესტიციო ფორუმში მონაწილე ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. ქართული დელეგაციის ვიზიტი 12 აპრილს დასრულდება.


ყველა ახალი ამბავი
0