უკრაინის პრემიერმა იაცენიუკმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა

© photo: Sputnik / Стрингер / გადასვლა მედიაბანკშიარსენი იაცენიუკი
არსენი იაცენიუკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის მთავრობის მეთაურმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა, რომ თავის ამოცანებს უფრო ფართოდ ხედავს, ვიდრე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაა. მან იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი მის გადადგომას ამ სამშაბათს მხარს დაუჭერს.

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა, იუწყება „უკრაინსკაია პრავდა“ პრემიერის მიმართვაზე დაყრდნობით. 

იაცენიუკმა განაცხადა, რომ ტოვებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობებს.

„დღეიდან ჩემს ამოცანებს უფრო ფართოდ ვხედავ, ვიდრე მთავრობის ხელმძღვანელის უფლებამოსილებაა“, — განაცხადა იაცენიუკმა.

იაცენიუკმა იმედი გამოთქვა,რომ პარლამენტი მის გადადგომას უკვე უახლოეს სამშაბათს დაუჭერს მხარს.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილი: ავაკოვსა და იაცენიუკს უკრაინას არ გავაძარცვინებ

უკრაინის პრემიერის აზრით, მთავრობა, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, უკრაინის ისტორიაში საუკეთესო იყო.

უკრაინის რადამ 16 თებერვალს მინისტრთა კაბინეტის გადაყენება ვერ შეძლო, რამაც სამთავრობო კოალიციის დაშლა გამოიწვია. ამან უკრაინაში პოლიტიკური კრიზისის პროვოცირება გამოიწვია, რადგანაც დეპუტატები ამჟამინდელ პრემიერთან მუშაობაზე უარს აცხადებდნენ, მაგრამ მისი გადადგომის თაობაზე საკითხის განხილვა, კანონით, სექტემბერზე ადრე არ შეიძლებოდა. საპარლამენტო ფრაქციები ახალი კოალიციის ჩამოყალიბებაზე კონსულტაციებს მართავენ.

ახალი პრემიერის თანამდებობაზე ძირითად კანდიდატად რადის სპიკერი ვლადიმირ გროისმანი სახელდება.


ყველა ახალი ამბავი
0