სააკაშვილი: ავაკოვსა და იაცენიუკს უკრაინას არ გავაძარცვინებ

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკრაინაში სახელმწიფო საწარმოები იძარცვება. ამის პასუხად, უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა ის კორუფციასა და ქურდობაში დადანაშაულა და უკრაინის დატოვება მოსთხოვა.

თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. ოდესის გუბერნატორმა მიხელ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინიდან „არსადაც არ აპირებს წასვლას“. მიუხედავად შს მინისტრის, არსენ ავაკოვისა და პრემიერ–მინისტრ არსენი იაცენიუკის მუქარებისა, სააკაშვილი უკრაინაში რჩება და როგორც აცხადებს, არ მისცემს მათ „უკრაინის ძარცვის“ შესაძლებლობას, — იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. 

გუშინ ავაკოვმა განაცხადა, რომ რეფორმების საბჭოს სხდომაზე შეურაცხყოფისთვის სააკაშვილს სახეში წყალი შეასხა. ავაკოვის ვერსიით, მას შემდეგ, რაც სააკაშვილს ჰკითხა თუ რატომ განიხილავდა რუს ოლიგარქთან ოდესის პორტისპირა ქარხნის პრივატიზაციის საკითხს, ამ უკანასკნელმა ხმას აუწია და შეურაცხყოფა მიაყენა. 

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
უკრაინის შს მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს სახეში წყალი შეასხა

სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სხდომაზე მოხსენებით გამოსვლისას, მან განაცხადა, რომ უკრაინის სახელმწიფო საწარმოები იძარცვება და ამ კუთხით ყველაფერი შესაცვლელია. ავაკოვმა კი ის კორუფციასა და ქურდობაში დაადანაშაულა და უკრაინის დატოვება მოსთხოვა. 

„ჩემი პასუხი კონკრეტული იყო. ვუთხარი, რომ ქურდობა ნამდვილად ხდება. მიმაჩნია, რომ ამ ქურდობაში მინისტრიცაა (ავაკოვი, — რედ.) გარეული. მის სამინისტროში დიდი სქემებია. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოდესის პორტისპირა ქარხანას ახლაც ერთად ქურდავენ და მთელი ამ ხნის განმავლობაშიც ქურდავდნენ პრემიერ–მინისტრთან დაახლოებული ადამიანები“, — განაცხადა სააკაშვილმა.  

ამის შემდეგ, როგორც სააკაშვილი ამბობს, ავაკოვმა უცენზურო ლანძღვა დაუწყო — რისთვისაც პრეზიდენტისგან შენიშვნა მიიღო — და შეეცადა გუბერნატორისთვის ჭიქა ესროლა. გარდა ამისა, სააკაშვილის თქმით, მინისტრი მას ემუქრებოდა კიდეც. 

„ამის შემდეგ პრემიერ–მინისტრმა არსენი იაცენიუკმა გასტროლიორი მიწოდა და ქვეყნიდან წასვლა მომთხოვა… მე, როგორც უკრაინელების წინაშე პასუხისმგებელი ადამიანი, აქედან არსად წასვლას არ ვაპირებ და მათ უკრაინის შემდგომი ძარცვის შესაძლებლობას არ მივცემ“, — განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ უკრაინის პრეზიდენტის პრინციპული პოზიციის იმედი აქვს. 


ყველა ახალი ამბავი
0