სააკაშვილი იაცენიუკის გადადგომაზე: ჩვენმა ბრძოლამ პირველი შედეგი გამოიღო

© RIA Novostiმიხეილ სააკაშვილი კიევში
მიხეილ სააკაშვილი კიევში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად პრემიერის გადადგომისა, განგაშისთვის საკმარისი საფუძველი რჩება, რადგანაც უკრაინის მმართველი წრეების წარმომადგენლები ერთმანეთთან კულისებში შეთანხმებებს დებენ, განაცხადა ოდესის გუბერნატორმა.

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ არსენი იაცენიუკის თანამდებობიდან გადადგომა თავისი გუნდის ბრძოლის პირველი შედეგია. ამასთან, ოლქის ხელმძღვანელი მომავალი მთავრობის გამო შეშფოთებულია.

ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის ფონზე კვირას უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და სამშაბათს განცხადებას რადაში დასამტკიცებლად შეიტანს. იაცენიუკის განცხადებით, პრემიერის ფრაქცია „სახალხო ფრონტი“ საპარლამენტო კოალიციაში რჩება.

არსენი იაცენიუკი - Sputnik საქართველო
უკრაინის პრემიერმა იაცენიუკმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა

„უკრაინის პრეზიდენტს ვხვდებოდი, როდესაც მას იაცენიუკის გადადგომის შესახებ განცხადება შეუტანეს. ჩვენმა ბრძოლამ პირველი შედეგი გამოიღო, მაგრამ, სიმართლე რომ ვთქვა, შეშფოთებისთვის საფუძველი საკმარისზე მეტი მაქვს — ბოლო დღეებში კულისებს მიღმა შეთანხმებების ფონზე“, — დაწერა სააკაშვილმა Facebook-ის გვერდზე.

სააკაშვილმა მანამდე იაცენიუკი არაერთხელ გააკრიტიკა.

უკრაინის რადამ 16 თებერვალს მინისტრთა კაბინეტის გადაყენება ვერ შეძლო, რამაც სამთავრობო კოალიციის დაშლა გამოიწვია. ამან უკრაინაში პოლიტიკური კრიზისის პროვოცირება გამოიწვია, რადგანაც დეპუტატები ამჟამინდელ პრემიერთან მუშაობაზე უარს აცხადებდნენ, მაგრამ მისი გადადგომის თაობაზე საკითხის განხილვა, კანონით, სექტემბერზე ადრე არ შეიძლებოდა. 

საპარლამენტო ფრაქციები ახალი კოალიციის ჩამოყალიბებაზე კონსულტაციებს მართავენ.

ახალი პრემიერის თანამდებობაზე ძირითად კანდიდატად რადის სპიკერი ვლადიმირ გროისმანი სახელდება.


ყველა ახალი ამბავი
0