პოლიციელი სანადირო თოფით დაჭრეს

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиპოლიციის მანქანა
პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულმა შვიდი გასროლიდან ორი ტყვია პოლიციელს მოარტყა ფეხში, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. დასავლეთ საქართველოში პოლიციელი სანადირო თოფით დაჭრეს, იუწყება კვირას ტელეკომპანია „რუსთავი2“.

ინციდენტში გუშინ გვიან ღამით წალენჯიხაში, დაზარალებულის სახლთან მოხდა. ბოროტმოქმედმა შვიდჯერ გაისროლა, აქედან ორი ტყვია პოლიციელს ფეხში მოხვდა.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
დეპუტატები ყოფილი მინისტრის დაჭრის ფაქტის სწრაფად გამოძიების მოწოდებით გამოდიან

ამ დროისთვის სამართალდამცველი საავადმყოფოში იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს მონაცემებით, ბროტმოქმედი ცხელ კვალზე დააკავეს. ის პოლიციელის 30 წლის თანასოფლელი აღმოჩნდა, რომელთანაც მას კონფლიქტი ჰქონდა.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით).


ყველა ახალი ამბავი
0