ბრიუსელის აფეთქებებზე საქმის მონაწილეები საფრანგეთში ტერაქტებს ამზადებდნენ

© REUTERS / FRANCOIS LENOIRსამხედროები ბრიუსელის მეტროში მგზავრებს ამოწმებენ
სამხედროები ბრიუსელის მეტროში მგზავრებს ამოწმებენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე პროკურატურაში პარიზისა და ბრიუსელის ტერაქტების საქმეზე ხუთი ეჭვმიტანილის, მათ შორის მოჰამედ აბრინისა და ოსამა კრაიმერის დაკავების შესახებ განაცხადეს.

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. ბრიუსელის ტერაქტებში ეჭვმიტანილმა მოჰამედ აბრინიმ განაცხადა, რომ თავდაპირველად შეტევების განხორციელება საფრანგეთში იგეგმებოდა, განუცხადეს საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ბელგიის პროკურატურაში. 

მანამდე პროკურატურაში პარიზისა და ბრიუსელის ტერაქტების საქმეზე ხუთი ეჭვმიტანილის, მათ შორის მოჰამედ აბრინისა და ოსამა კრაიმერის დაკავების შესახებ განაცხადეს. წინასწარი მონაცემებით, აბრინი, შესაძლოა, ბრიუსელის აეროპორტში 22 მარტს, ტერაქტამდე რამდენიმე წუთით ადრე კამერების მიერ ორ თვითმკვლელ ტერორისტთან ერთად დაფიქსირებული „ადამიანი შლაპით“ იყოს.

ბრიუსელის პოლიცია ნიღბით - Sputnik საქართველო
ბრიუსელის პოლიციამ ერთ-ერთი თვითმკვლელის „ანდერძი“ აღმოაჩინა

"ფედერალურ პროკურატურას შეუძლია დაადასტუროს, რომ გამოძიების მიმდინარეობისას ბევრი დეტალი აჩვენებს, რომ ტერორისტული დაჯგუფება საფრანგეთში ტერაქტებს კვლავ ამზადებდა. ისინი გამოძიებაში ასეთ სწრაფ პროგრესს არ ელოდებოდნენ და ტერაქტის მოწყობა ბრიუსელში გადაწყვიტეს“, — აღნიშნულია პროკურატურის კომუნიკეში.

აბრინის ჩვენებების თანახმად, ტერორიზმში ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამის დაკავების შემდეგ ტერაქტის ბელგიაში ორგანიზება გადაწყდა, აღნიშნეს პროკურატურაში.

22 მარტს ორი აფეთქება ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა, ხოლო მესამე აფეთქება — მეტროპოლიტენში. ტერაქტების შედეგად დაიღუპა 35 ადამიანი, 340 — დაიჭრა.

ყველა ახალი ამბავი
0