ალიევმა მთიან ყარაბაღში მშვიდობის აღდგენისთვის რუსეთს მადლობა გადაუხადა

გამოწერა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსეთის პრემიერ-მინისტრთან  ბაქოში გამართულ შეხვედრაზე სომხეთის მხრიდან პერიოდულ შეიარაღებულ პროვოკაციაზე გააკეთა განცხადება და მოსკოვს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დეესკალაციისთვის გაწეული მოქმედებებისთვის მადლობა გადაუხადა.  

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა სომხეთის მხრიდან პერიოდულ შეიარაღებულ პროვოკაციას ეჯახება.

„მორიგი მსგავსი მცდელობა ამ თვის დასაწყისში დაფიქსირდა. აზერბაიჯანის მხარე შეიარაღებული პროვოკაციის თავიდან აცილებისა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აღდგენის მიზნით, იძულებული გახდა შესაბამისი ზომები მიეღო“, — განაცხადა ალიევმა დმიტრი მედვედევთან შეხვედრაზე.  

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევისა და რუსეთის პრემიერ მედვედევის შეხვედრა - Sputnik საქართველო
ალიევმა რუსეთს კონფლიქტის ზონაში დეესკალაციისთვის მადლობა გადაუხადა

გარდა ამისა, ალიევმა რუსეთს  მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ზონაში დეესკალაციის კუთხით დროული და ოპერატიული ქმედებებისათვის მადლობა გადაუხადა, რაზეც მედვედევმა უპასუხა, რომ მოსკოვისთვის ორ ქვეყანას შორის ურთიერთგაგება  მოსკოვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„იმედი გვაქვს, რომ ამ დროისთვის მიღწეული მშვიდობა ხანგრძლივი იქნება და მხარეები კონფლიქტის დარეგულირების საკითხზე მოლაპარაკებათა მაგიდასთან იმსჯელებენ“, — აღნიშნა რუსეთის პრემიერმა.

სომხეთმა და აზერბაიჯანმა 2 აპრილს ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების გამწვავების შესახებ განაცხადეს: კერძოდ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან სროლების შესახებ განაცხადა, ხოლო სომხეთის სამხედრო უწყებამ — აზერბაიჯანის მხრიდან „შემტევი მოქმედებების“ შესახებ. როგორც გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის სამმართველოს ანგარიშშია აღნიშნული, კონფლიქტის გამწვავების შედეგად ყარაბაღში დაიღუპა 33 ადამიანი და 200-ზე მეტი — დაიჭრა. ბაქოსა და სტეფანაკერტში აცხადებენ, რომ მსხვერპლი რაოდენობა გაიზარდა. 5 აპრილს მხარეები საომარი მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე შეთანხმდნენ.


ყველა ახალი ამბავი
0