თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსეთის პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევთან შეხვედრისას რუსეთს ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დეესკალაციისთვის გაწეული მოქმედებებისთვის მადლობა გადაუხადა, იუწყება „Sputnik აზერბაიჯანი“.
მედვედევი აზერბაიჯანს ვიზიტით პარასკევს ეწვია. ალიევთან შეხვედრის გარდა, ასევე დაგეგმილია რუსეთის პრემიერის აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრა.
„თქვენი ვიზიტი სომხურ-აზერბაიჯანული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების გამწვავების ფონზე მიმდინარეობს. სამწუხაროდ, მრავალი წელია, იქ საკუთარ გადაწყვეტილებას ვერ ვპოულობთ, პერიოდულად ვეჯახებით სომხური მხარის შეიარაღებულ პროვოკაციებს. მორიგი ასეთი მცდელობა ამ თვის დასაწყისში იყო“, — განაცხადა ალიევმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანი იძულებული იყო, საპასუხო ზომები მიეღო, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აღდგენისთვის. „მინდა, მადლობა გადავუხადო რუსეთის ხელმძღვანელობას დეესკალაციის კუთხით დროული და ოპერატიული ქმედებებისთვის“, — განაცხადა მან.
კონფლიქტი მთიან ყარაბაღში 2 აპრილს გამწვავდა.