მედვედევი: რუსეთი ყველაფერს გააკეთებს ყარაბაღის კონფლიქტის დასარეგულირებლად

© photo : Официальный сайт Президента Азербайджанаდმიტრი მედვედევი და ილჰამ ალიევი
დმიტრი მედვედევი და ილჰამ ალიევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის პრემიერს იმედი აქვს, რომ მხარეები კონფლიქტის დარეგულირების საკითხზე მოლაპარაკებათა მაგიდასთან იმსჯელებენ.

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. რუსეთის პრემიერ–მინისტრ დმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთი მომავალშიც გააკეთებს ყველაფერს, რაც მასზეა დამოკიდებული, რათა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი დარეგულირდეს.

„იმედი მაქვს, რომ ამ დროისთვის მიღწეული მშვიდობა ხანგრძლივი იქნება და მხარეები კონფლიქტის დარეგულირების საკითხზე მოლაპარაკებათა მაგიდასთან იმსჯელებენ. ოდესღაც მეც დიდი ძალისხმევა მოვახმარე ამას. ვისურვებდი, რომ ამ ყველაფერმა ამაოდ არ ჩაიაროს და წყალში არ ჩაიყაროს. ყოველ შემთხვევაში, ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ რუსეთი საამისოდ გააკეთებს ყველაფერს, რაც მასზეა დამოკიდებული“,  — განაცხადა მედვედევმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას, — იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი. 

შეგახსენებთ: სომხეთმა და აზერბაიჯანმა 2 აპრილს ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების გამწვავების შესახებ განაცხადეს: კერძოდ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან სროლების შესახებ განაცხადა, ხოლო სომხეთის სამხედრო უწყებამ — აზერბაიჯანის მხრიდან „შემტევი მოქმედებების“ შესახებ. როგორც გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის სამმართველოს ანგარიშშია აღნიშნული, კონფლიქტის გამწვავების შედეგად ყარაბაღში დაიღუპა 33 ადამიანი და 200-ზე მეტი — დაიჭრა.

5 აპრილს მხარეები საომარი მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე შეთანხმდნენ, თუმცა ცეცხლი სრულად არ შეწყვეტილა. ორივე მხარე საუბრობს შეთანხმების დარღვევაზე.



ყველა ახალი ამბავი
0