9 აპრილს დაღუპულთა ოჯახებსა და დაზარალებულებს თანხა გადაეცემათ

პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია
პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ინიციატივით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა დაღუპულთა ოჯახებს და თითოეულ დაზარალებულს მოხმარდება

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახებისა და დაზარალებულების დასახმარებლად 54 ათას 300 ლარი გამოიყო, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ინიციატივით,  პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა დაღუპულთა ოჯახებს და თითოეულ დაზარალებულს მოხმარდება. 

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოში 9 აპრილს გარდაცვლილებს იხსენებენ

საქართველო 9 აპრილს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს და საბჭოთა შეიარაღებული ძალების მიერ მრავალათასიანი მშვიდობიანი მიტინგის დარბევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის დღეს აღნიშნავს.

მშვიდობიანი აქციის დარბევას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთა შორისაც უმეტესობა ქალი იყო. 1989 წლის 9 აპრილს მომხდარი ფაქტის გამოსაძიებლად სსრკ-ის სახალხო დეპუტატთა ყრილობამ სპეციალური კომისია შექმნა, რომელსაც ანატოლი სობჩაკი ხელმძღვანელობდა. კომისის დასკვნის თანახმად, ამ დღეს დემონსტრანტების წინააღმდეგ სამხედრო ძალების მხრიდან ძალის გადამეტება მოხდა.

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0