„კონსერვატიული პარტია“ საპარლამენტო უმრავლესობაში რჩება

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„კონსერვატიული“ პარტია არ აპირებს საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას 2016 წლის შემოდგომაზე დანიშნულ არჩევნებამდე.

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. მიუხედავად მმართველი კოალიციის „ქართული ოცნების“  დაშლისა, „კონსერვატიული პარტია“ არ დატოვებს საპარლამენტო უმრავლესობას, თქვა  ფრაქცია „ქართული ოცნება — კონსერვატორების“ წევრმა ზვიად ძიძიგურმა. 

გასულ კვირას „რესპუბლიკურმა პარტიამ“,  რომელიც კოალიციის შემადგენლობაში შედის, განაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებს 2016 წლის პარლამენტის არჩევნებში დამოუკიდებლად. შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ასევე გავა არჩევნებზე კოალიციისაგან დამოუკიდებლად. კოალიციის შემადგენლობა და უმრავლესობა დატოვა „ეროვნულმა ფორუმმა“.

ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
სამი კითხვა მთავარზე: „ქართული ოცნება“

„კოალიცია დაიშალა. ბოლო დრომდე „კონსერვატორები“ კოალიციის შენარჩუნებას უჭერდნენ მხარს, მაგრამ მხოლოდ სურვილი საკმარისი არ აღმოჩნდა… ჩვენ არ ვაპირებთ უმრავლესობიდან გასვლას და განვაგრძობთ თანამშრომლობას არჩევნების დღემდე“, —განაცხადა ძიძიგურმა პრეს-კლუბში Kvira.ge.

გასული საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2012 წელს ჩატარდა და მმართველი კოალიციის „ქართული ოცნების“ გამარჯვებით დასრულდა და მმართველმა პარტიამ საპარლამენტო უმრავლესობა და მინისტრთა კაბინეტის ფორმირების უფლება მოიპოვა. 

აქამდე მმართველ კოალიციაში შედიოდნენ პარტია —  „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, „რესპუბლიკური პარტია“, „კონსერვატიული პარტია“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“. 


ყველა ახალი ამბავი
0