ყარაბაღში ცხედრების მოსაძებნად ცეცხლს შეწყვეტენ

© Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიСитуация в зоне карабахского конфликта
Ситуация в зоне карабахского конфликта - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტეპანაკერტი და ბაქო დაღუპული სამხედროების ცხედრების მოსაძებნად, ხუთი საათის განმავლობაში ყოველგვარ საომარ მოქმედებას შეწყვეტენ.

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. ყარაბაღის კონფლიქტის მხარეები შეთანხმდნენ, რომ დღის მეორე ნახევარში მთლიანად შეწყვეტენ ცეცხლს, რათა ბრძოლის ველზე დაღუპულთა ცხედრები მოიძიონ, განუცხადა ჟურნალისტებს მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის არმიის პრეს-მდივანმა, პოლკოვნიკმა სენორ ასტრატიანმა, იუწყება „Sputnik სომხეთი“.

„დღეს, ადგილობრივი დროით 15:00-დან 20:00 საათამდე, მხარეთა შეთანხმებით მთლიანად შეწყდება ცეცხლი“, — აღნიშნა პოლკოვნიკმა.

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
ლავროვი: ყარაბაღთან დაკავშირებით შეთანხმებების ყველა კომპონენტი უკვე მაგიდაზეა

მისი განცხადებით, ეს აუცილებელია „ყარაბაღისა და აზერბაიჯანის ჯარების უგზო-უკვლოდ დაკარგული და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ცხედრების მოსაძებნად“.

ასტრატიანმა განაცხადა, რომ ძებნაში მონაწილოებას მიიღებენ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები და ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხებში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირადი წარმომადგენლის საველე თანაშემწეები.

ყარაბაღში ვითარება 2 აპრილს გამწვავდა.

ყველა ახალი ამბავი
0