ლავროვი: ყარაბაღთან დაკავშირებით შეთანხმებების ყველა კომპონენტი უკვე მაგიდაზეა

© photo: Sputnik / Murad Orujovსერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს საქმე არაა, როდესაც სნაიპერები ყოველდღე უყურებენ ერთმანეთს და სამიზნის მეორე მხარეს ადამიანის სახელს ხედავენ. ნერვებმა შეიძლება ვერ გაუძლოს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის პრობლემას დიდ ყურადღებას უთმობს და მინისტრების დონეზეც ჩვენ მუდმივად ვხვდებით აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებში. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა, როდესაც ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით გატარებულ ღონისძიებებზე საუბრობდა, იუწყება „Sputnik აზერბაიჯანი“.

ყარაბაღი - Sputnik საქართველო
ყარაბაღის არმიამ ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება მიიღო

„შეთანხმებების ყველა კომპონენტი უკვე მაგიდაზეა და საქმე სულაც არაა ის, თუ როგორ გავშლით მას, უბრალოდ, საჭიროა ფორმულირებები, რადგანაც, არსობრივად, დღევანდელი და გუშინდელი მოლაპარაკებები აქ, ბაქოში და ხვალინდელი ჩემი შეხვედრა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ამ ჩვენს ძალისხმევას ეძღვნება. რა თქმა უნდა, ჩვენ, შესაძლოა,  უფრო მეტად ვართ დაინტერესებული ამ კონფლიქტის მოგვარებაში, ვიდრე აზერბაიჯანისა და სომხეთის სხვა მრავალი პარტნიორი", — განაცხადა ლავროვმა.

კონფლიქტისგან იტანჯებიან უდანაშაულო ადამიანები, იტანჯება თვითონ რეგიონის მთლიანობა, აღნიშნა ლავროვმა. მისი აზრით, ამ კონფლიქტის მოგვარება ყველას საერთო ინტერესში შედის.

„მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ზომების მიღება, რომ ძალადობის ასეთი გამოვლინებები აღარ დავუშვათ. ეს საქმე არაა, როდესაც სნაიპერები ყოველდღე უყურებენ ერთმანეთს და სამიზნის მეორე მხარეს ადამიანის სახელს ხედავენ. ნერვებმა შეიძლება ვერ გაუძლოს“, — აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, მხარეები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მოგვარდეს.

კონფლიქტი მთიან ყარაბაღში 2 აპრილს გამწვავდა. 5 აპრილს მხარეები საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0