თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. ყარაბაღის თავდაცვითმა არმიამ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ბრძანება მიიღო, ბრძანება უკვე სრულდება, განუცხადა სააგენტო "რია ნოვოსტის" არაღიარებული მთიანი ყარა ბაღის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მდივანმა სენორ ასრატიანმა.
„ყარაბაღის თავდაცვითმა არმიამ პოლიტიკური ხელმძღვანელობის ბრძანება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ადგილობრივი დროით 12.00 საათზე მიიღო, ბრძანება სრულდება“, — განაცხადა ასრატიანმა.
ამას გარდა, დაწყებულია მთიან ყარაბაღში ცეცხლის ორმხრივად შეწყვეტის თაობაზე შეთანხმების მზადება, წერს სააგენტო „Sputnik-სომხეთი" არაღიარებული რესპუბლიკის მთავრობაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.
„ამ დროისათვის მზადდება შეთანხმება კონფლიქტის ზონაში ცეცხლის ორმხრივად შეწყვეტის თაობაზე. საზღვარზე ყველაფერი კარგადაა, ის უსაფრთხოდაა“, — განაცხადა სააგენტოს წყარომ.