თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ მეხუთე ჩემპიონატი საქართველოს სკოლის მოსწავლეებისთვის 23 აპრილს დაიწყება, განაცხადეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს 73 მუნიციპალური და რაიონული ცენტრი მიიღებს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მასშტაბური პროექტის „ინტელექტის დღე 2016“ ფარგლებში ჩატარდება.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ზოგადსაგანმანათლებლო (კერძო ან სახელმწიფო) სკოლის გუნდს. ერთი სკოლიდან რეგისტრირება მხოლოდ ერთ გუნდს შეუძლია.
ფინალისტები ერთმანეთს თბილისში 15 მაისს შეხვდებიან.
ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველი გუნდები უნდა ეწვიონ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდს ან შეავსონ აპლიკაცია ამ მისამართზე.
განაცხადები მიიღება 17 აპრილს 18:00 საათამდე.