თბილისის აეროპორტის ასაფრენი ზოლის რემონტი 12 კვირაში დასრულდება

გამოწერა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რემონტის გამო დღის რეისებზე შეზღუდვები დაწესდება.

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია 12 კვირაში დასრულდება — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პროცესი თავის კონტროლზე აიყვანა, იუწყება ქვეყნის ეკონომიკის სამინისტრო.

თბილისის აეროპორტში 2015 წლის ოქტომბრიდან სამიმოსვლო ბილიკებისა და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა“ და შპს TAV Urban Georgia-ს შეთანხმების საფუძველზე მიმდინარეობს. პროექტში ჩადებული ინვესტიციები დაახლოებით 30 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა დღის რეისები ნაწილობრივ გააუქმა

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ის ყოველ კვირა ჩაიბარებს ანგარიშს კონტრაქტორი და ქვეკონტრაქტორი კომპანიებისგან სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ.

„განახლებული აეროპორტი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მისი ეკონომიკისთვის, განსაკუთრებით კი ტურიზმის განვითარებისთვის. ბოლო წლებში, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდის დინამიკა გვაქვს. განახლებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და ახალი ტერმინალი ხელს შეუწყობს იმას, რომ საქართველოში უფრო მეტი სტუმარი ჩამოვიდეს», — განაცხადა ქუმსიშვილმა.

სარემონტო სამუშაოების გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღის რეისების შესრულებაზე შეზღუდვებია დაწესებული, განაცხადეს უფრო ადრე თურქული კომპანია TAV Urban Georgia-ს ადმინისტრაციაში, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტს მართავს. კერძოდ, 10-დან 20 საათამდე დღის რეისები არ სრულდება.

TAV Urban Georgia-ს მმართველობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2005 წლის 1 ნოემბერს 20 წლის ვადით გადავიდა. შეთანხმების ახალი ვერსიით კომპანიის ოპერირების ვადა 2027 წლამდე გაიზარდა.

ყველა ახალი ამბავი
0