თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა დღის რეისები ნაწილობრივ გააუქმა

© photo: Sputnik / Натия Цирекидзеთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სარემონტო სამუშაოების გამო 1 მარტიდან დღის რეისებზე შეზღუდვები დააწესა.

თბილისი, 1 მარტი  — Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სარემონტო სამუშაოების გამო 1 მარტიდან ადრე დაგეგმილი რეისები გააუქმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия აეროპორტის მმართველ თურქულ კომპანია TAV Georgia-ზე დაყრდნობით.

1-დან 26 მარტის ჩათვლით 09.30 სთ-დან 15.00 სთ-მდე დაგეგმილი დღის რეისები არ განხორციელდება, 27 მარტიდან 1 ივლისის ჩათვლით კი არ განხორციელდება რეისები 10.00 სთ-დან 20.00 სთ-მდე შუალედში. როგორც TAV Georgia-ში აღნიშნავენ, მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოს ყველა იმ აეროპორტშია დანერგილი, რომელსაც ერთი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი აქვს.

თურქული კომპანია საქართველოში 2005 წლიდან მოღვაწეობს, რომელმაც ნაციონალური აეროპორტის მომსახურების ახალი ტერმინალი ააშენა.

2015 წლის ოქტომბრიდან თბილისის აეროპორტში ასაფრენ ზოლზე გამოსასვლელი ბილიკებისა და ასაფრენი ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და TAV Georgia-ს შეთანხმების საფუძველზე ხორციელდება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 30 მლნ აშშ დოლარია.

2005 წლის 1 ნოემბრიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 20 წლის ვადით TAV-URBAN Georgia LLC-ის მართველობაში გადავიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობისას 90,5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. მოგვიანებით, ახალი შეთანხმების თანახმად, მმართველ კომპანიას ოპერირების ვადა 2027 წლამდე გაუგრძელდა.

ყველა ახალი ამბავი
0