მედიამ წვდომა მიიღო პანამური იურიდიული ფირმის Mossack Fonseca-ს არქივზე, რომელიც ათეულობით წლის განმავლობაში ოფშორული კომპანიების რეგისტრაციით იყო დაკავებული. დოკუმენტებში საუბარია კომპანიებზე, რომლებიც დაკავშირებულია მსოფლიო ლიდერებთან, ბიზნესმენებთან და ცნობილ პიროვნებებთან, რომლებსაც თავიანთი კაპიტალი ოფშორულ ზონებში გაჰქონდათ. რა არის ოფშორი?
საზღვრებს გარეშე. რა არის ოფშორი.
სიტყვა ოფშორი მოდის ინგლისური სიტყვა offshore-სგან — „ნაპირის გარეშე“. ეს არის ფინანსური ცენტრები, რომლებიც უცხოურ კაპიტალს სპეციალური ადმინისტრაციული და საგადასახადო შეღავათებით იზიდავენ. ასეთ ქვეყნებს და ზონებს ბიზნესისათვის „ფინანსურ სამოთხეს“ უწოდებენ.
ოფშორული კომპანია — ეს არის ფირმა, რომელიც უცხოელი მოქალაქეების მიერ რეგისტრირდება ხელსაყრელი საგადასახდო კლიმატის მქონე სახელმწიფოში.
მსოფლიოში სულ ნახევარ ასეულამდე ოფშორული ზონაა.
მიახლოებითი გათვლებით, პლანეტის ყველა სახსრების 10%-მდე კონცენტრირებულია სწორედ ამ ზონებში. საერთო თანხა, რომელიც ოფშორულ ზინებში ინახება, ზოგიერთი მონაცემებით შესაძლოა 32 ტრილიონ დოლარს უტოლდებოდეს. ეს ციფრი იაპონიისა და აშშ-ს მთლიან შიდა პროდუქტს აღემატება.
უძველესი დროიდან დღემდე
პირველად „ოფშორის“ ცნება პრაქტიკაში მეოცე საუკუნის შუა ხანებში შემოვიდა. ერთი საზრიანი ფირმა აშშ-ს საგადასახადო ინსპექციას დაუსხლტა იმით, რომ სხვა —უფრო დაბალი გადასახადების მქონე ქვეყანაში დარეგისტრირდა. თუმცა რეალურად ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო. ჯერ კიდევ ძველი ბერძნები გაურბოდნენ გადასახადებს და ათენის გვერდის ავლით შეჰქონდათ საქონელი მრავალრიცხოვან კუნძულებზე სადაც გადასახადები არ იყო.
ოფშორები სხვადასხვანაირია
ოფშორულ ზონებს ორ ჯგუფად ყოფენ: მთლიანი და საგადასახადო ოფშორიზაციის.
მთლიანი — ეს არის განთავისუფლება ყოველგვარი ანგარიშგებისაგან, ხოლო მეწარმეები იხდიან გადასახადის სახით ძალიან მცირე პროცენტს ან ფიქსირებულ გადასახადს. ზოგიერთ ზონაში შესაძლოა მეწარმე სრულად იყოს განთავისუფლებული გადასახადისაგან.
ამ ზონების ჯგუფს განეკუთვნებიან დომინიკი, კვიპროსი, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები, ბელიზი, სეიშელი, სენტ-კიტსი და ნევისის ფედერაცია.
საგადასახადო ოფშორული ზონა — ეს არის შემცირებული განაკვეთი, მაგრამ კომპანიის ანგარიშგებისაგან განთავისუფლების გარეშე. ამ ჯგუფს განეკუთვნებიან ჰონკონგი, შოტლანდია და პანამა.
არსებობს კიდევ ე.წ. „საგადასახადო ოაზისები“ — ოფშორები, რომელიც სახელმწიფოს შიგნითაა განთავსებული.
მსოფლიოს მეწარმეთა შორის ყველაზე პოპულარულ ოფშორულ ზონად ვირჯინიის კუნძულები ითვლება. ეს დაკავშირებულია ამ ტერიტორიაზე რეგისტრაციისა და ბიზნესის წარმოების სიმარტივესთან, საგადასახადო მოსაკრებლის არ არსებობასთან და მეწარმის საქმიანობასა და ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებით ყველა მონაცემის სრულ კონფედენციალურობასთან.
რა არის კანონიერი და რა უკანონო
თავისთავად ოფშორი დანაშაული არ არის. თუმცა მათ ხშირად იყენებენ დანაშაულისათვის — კრიმინალური ფულის გასათეთრებლად და სხვადასხვა აფერული სქემებისათვის.
დარღვევაა, როცა სახელმწიფო ჩინოვნიკი, რომელსაც აკრძალული აქვს ბიზნესის წარმოება, მიმართავს ოფშორს.
„პანამის დოსიეს“ ირგვლივ სკანდალი, უფრო მეტად სწორედ იმასთან იყო დაკავშირებული, რომ ოფშორებთან დაკავშირებით ნახსენები იყო სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკოსთა და სახელმწიფო ჩინოვნიკების სახელები.
საერთაშორისო ორგანიზაციები - ОЭСР, FATF და სხვები სახელმწიფოებისათვის ამზადებენ რეკომენდაციებს როგორ მართონ პოლიტიკა და კანონმდებლობა ოფშორების სფეროში.