პუტინმა ოფშორული კომპანიებისგან სახელმწიფო შესყიდვები აკრძალა

გამოწერა
შემოწმების ვალდებულება - ხომ არ არის შესყიდვების მონაწილე ოფშორული კომპანია - შესყიდვების განხორციელების კომისიას ეკისრება. თუ ინფორმაცია გამოვლინდება, კომისია მონაწილის განაცხადზე და მის ტენდერში მონაწილეობაზე უარს ამბობს.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ოფშორული კომპანიებისგან სახელმწიფო შესყიდვებს კრძალავს. შესაბამისი დოკუმენტი სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზეა განთავსებული, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი”.

შემოწმების ვალდებულება — ხომ არ არის შესყიდვების მონაწილე ოფშორული კომპანია — შესყიდვების განხორციელების კომისიას ეკისრება. თუ ინფორმაცია გამოვლინდება, კომისია მონაწილის განაცხადზე და მის ტენდერში მონაწილეობაზე უარს ამბობს.

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს, რომ სახელმწიფო შესყიდვები ერთადერთ მომწოდებელთან უნდა განხორციელდეს, თუ შემკვეთი ბიბლიოთეკა, ან საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, ხოლო შესყიდვის საგანი — უცხოური მონაცემების ბაზების ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება.

კანონის მიზანია, მხარი დაუჭიროს ადგილობრივ მეწარმეებს და იმპორტის ჩანაცვლების სტიმულირებას, ასევე რუსული ეკონომიკის დეოფშორიზაციის ამოცანების რეალიზებას.

 

ყველა ახალი ამბავი
0