ლეიბორისტები არჩევნების ჩატარების თარიღით უკმაყოფილო არიან

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიშალვა ნათელაშვილი
შალვა ნათელაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შალვა ნათელაშვილის აზრით, 8 ოქტომბრამდე პარტიები სრულფასოვანი დებატებისა და ქვეყნის მოსახლეობასთან შეხვედრების ჩატარებას ვერ შეძლებენ, რადგანაც პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის „ჩამკვდარი სეზონი“ შეარჩია.

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნების მასობრივი გაყალბებისთვის ემზადება.

პრეზიდენტის განკარგულება, რომლის თანახმად საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს ჩატარდება, დასამტკიცებლად მთავრობაშია გაგზავნილი. ორივე განკარგულება 8 აგვისტოს ამოქმედდება და მაშინ უნდა დაიწყოს წინასაარჩევნო რბოლა.

არჩევნები - Sputnik საქართველო
საქართველოში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პირველი პარტია დარეგისტრირდა

„პრეზიდენტმა არ გაიარა კონსულტაციები პოლიტიკურ სპექტრთან; პრეზიდენტმა ამ ბრძანებულებით ჩაკეტა საარჩევნო კანონმდებლობის განახლების პერსპექტივა; პრეზიდენტმა არჩევნების პერიოდად შეარჩია პოლიტიკურად სრულიად ჩამკვდარი სეზონი“, — განაცხადა ნათელაშვილმა პრესკონფერენციაზე.

„მოვითხოვთ, არჩევნები ჩატარდეს 2016 წლის 30 ოქტომბერს, რათა პარტიებმა შეძლონ სრულფასოვანი დებატების ჩატარება, რათა პარტიებმა მოასწრონ შეხვედრების გამართვა მოსახლეობასთან მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომ მოსახლეობამ გადაწყვეტილების მიღება ცივი გონებით შეძლოს“, — აღნიშნა ნათელაშვილმა.

გასული საპარლამენტო არჩევნები 2012 წელს გაიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0