ხვალიდან თბილისის მეტროს პარალიზება შეიძლება მოხდეს

© Sputnik / Alexander Imedashviliმეტრო "დელისი"
მეტრო დელისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ მემანქანეების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მეტრო მუშაობას შეწყვეტს.

თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენმა იმ შემთხვევაში, თუ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის|“ ხელმძღვანელობა მეტროს თანამშრომლების მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, პარასკევს, შეიძლება მუშაობა შეწყვიტოს.

მეტროს სადგური დელისი - Sputnik საქართველო
მეტროპოლიტენის თანამშრომლებს ხელფასებს გაუზრდიან

თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ 8 აპრილს გაფიცვას მოაწყობდნენ იმ შემთხვევაში, თუ ხელმძღვანელობა მათ პირობებს არ შეასრულებს: გაზრდის მათ ხელფასებს ლარის კურსის ვარდნის გათვალისწინებით, ასევე ღამის ცვლაში მუშაობისა და წელთა ნამსახურებისათვის.

„მეტროპოლიტენის მემანქანეები გლდანის დეპოში ვიკრიბებით და ჩვენს მოთხოვნებზე დადებით პასუხს თუ ვერ მივიღებთ, 8 აპრილს, დილიდან მოძრაობა შეჩერდება“, — განაცხადა პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა რატი კაპანაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ სამშაბათს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ” ერთი მილიონი ლარი (დაახლოებით 434,7 ათასი აშშ დოლარი)  გამოყო თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლებისათვის წლების ნამსახურების მიხედვით ხელფასების გაზრდისათვის. ამასთან კომპანიაში აცხადებენ, რომ თანამშრომლების გარკვეული ნაწილისთვის, კერძოდ, მემანქანეებისთვის ხელფასების მატება არ იგეგმება.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ მემანქანეებს საზოგადოებისადმი პასუხისმგებლობა შეახსენა და გაფიცვის შემთხვევაში მოსალოდნელ შედეგებზე დაფიქრებისკენ მოუწოდა.

თბილისის მეტროპოლიტენის მომსახურებით ყოველდღიურად 300  ათას ადამიანამდე სარგებლობს.

ყველა ახალი ამბავი
0