მეტროპოლიტენის თანამშრომლებს ხელფასებს გაუზრდიან

© Sputnik / Alexander Imedashviliმეტროს სადგური დელისი
მეტროს სადგური დელისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით ხელფასების გაზრდას ითხოვენ.

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ” ერთი მილიონი ლარი გამოყო თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლებისათვის წლების ნამსახურების მიხედვით ხელფასების გაზრდისათვის, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ 8 აპრილს გაფიცვას მოაწყობდნენ იმ შემთხვევაში, თუ ხელმძღვანელობა მათ პირობებს არ შეასრულებს: გაზრდის მათ ხელფასებს ლარის კურსის ვარდნის გათვალისწინებით, ასევე ღამის ცვლაში მუშაობისა და წელთა ნამსახურებისათვის. 

„მიუხედავად იმისა, რომ სატრანსპორტო კომპანიას გააჩნია შეზღუდული ფინანსური რესურსები, კომპანიის ხელმძღვანელობის ძალისხმევით, გამოიყო 1 მილიონი ლარი თბილისის მეტროს თანამშრომლებისთვის წელთანამსახურების ანაზღაურების მიზნით“, — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

მეტროს სადგური რუსთაველი - Sputnik საქართველო
გაფიცვის გამო შესაძლოა 8 აპრილს თბილისის მეტრომ მუშაობა გააჩეროს

 სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებულია 6000-მდე თანამშრომელი, რომელთა საერთო სახელფასო განაკვეთი შეადგენს კომპანიის საერთო შემოსავლების 65%-ს. აქედან გამომდინარე, კომპანია არ განიხილავს დასაქმებულთა ცალკეული ჯგუფისთვის (მემანქანეები) ანაზღაურების გაზრდას, ვინაიდან ეს გამოიწვევს სამართლიან უკმაყოფილებას სხვა თანამშრომლებში. შესაბამისად, ხელფასის მატება  ყველა დასაქმებულისთვის საჭიროებს საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსების მოზიდვას, რისი საშუალებაც ამ ეტაპზე კომპანიას არ გააჩნია.

თავის მხრივ,  სატრანსპორტო კომპანია მოუწოდებს მეტროს მემანქანეებს უფრო მეტად გაითავისონ ის პასუხისმგებლობა, რაც მათ გააჩნიათ საზოგადოების წინაშე და ზუსტად გააანალიზონ გაფიცვის შედეგები, რომელიც გამოიწვევს ქალაქის სატრანსპორტო ქსელის მნიშვნელოვან შეფერხებას, ვინაიდან თბილისის მეტროს მომსახურეობით ყოველდღიურად 300 ათასამდე მგზავრი სარგებლობს.


ყველა ახალი ამბავი
0