სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით შესრულდა

© facebook.com/mofgeorgiaფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემოსავლები როგორც სახელმწიფო, ასევე კონსოლიდირებულ ბიუჯეტში პირველ კვარტალში გადაჭარბებით შემოვიდა, შესაბამისად, 1,9 და 2,3 პროცენტით.

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 2016 წლის პირველ კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, 1,9%-ის გადაჭარბებით შესრულდა, განუცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს. 

იანვარ–მარტში ბიუჯეტში შემოსულმა თანხამ 2 189 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 40 მილიონი ლარით აჭარბებს პირველი კვარტლის გეგმას. 

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: საბიუჯეტო ხარჯების შემცირება ლარის კურსს გაამყარებს

მინისტრის ინფორმაციით, ასევე გადაჭარბებით შესრულდა კონსოლიდირებული ბიუჯეტი საგადასახადო შემოსავლების მიხედვით, რომელმაც 2 048 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2,3%-ით აღემატება დაგეგმილ მაჩვენებელს. 

სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებათა საერთო მოცულობა 2016 წელს დაგეგმილია 10,145 მილიარდი ლარის დონეზე. მათ შორის საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 9,335 მილიარდ ლარს, გრანტი – 130 მილიონ ლარს, კრედიტი – 680 მილიონ ლარს. 

2016 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 3%-იანი ეკონომიკური ზრდის და 4,5%-იანი ინფლაციის პირობებში, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 3%-ის ფარგლებშია, რაც შეესაბამება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეკომენდაციებს. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0