კვირიკაშვილი: საბიუჯეტო ხარჯების შემცირება ლარის კურსს გაამყარებს

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერის აზრით, საგადასახადო სისტემის რეფორმა საბიუჯეტო ხარჯებს 350–400 მლნ ლარით შეამცირებს, რაც ბიუჯეტის მხრივ ლარის კურსზე ზეწოლას შეასუსტებს.

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა დაგეგმილი საგადასახადო რეფორმის  ფარგლებში საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი უწოდა ლარის კურსის გამყარების კუთხით.

„ადმინისტრაციული და სხვა სახის ხარჯები 350–400 მილიონი ლარით მცირდება და ლარზე ზეწოლა ამ თვალსაზრისით შემცირდება“, — განუცხადა პრემიერმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ ნაბიჯებს, რომლებსაც მთავრობა ვიზიტორების გაზრდის მიმართულებით დგამს.

ეროვნული ვალუტა - Sputnik საქართველო
ექსპერტი: ლარის კურსის ვარდნა ქვეყნიდან კაპიტალის გადინებამ გამოიწვია

„ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გაწერილი გეგმა, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ მიმართულებით — იქნება ეს ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმება, დამატებითი რეისები თუ სხვა“, — თქვა პრემიერმა.

შეგახსენებთ: საგადასახადო სისტემის რეფორმა ე.წ. „ესტონურ მოდელზე“ გადასვლას გულისხმობს. კერძოდ, აღნიშნული მოდელის მიხედვით, მოგების რეინვესტირების შემთხვევაში, კომპანიები მოგების გადასახადს არ გადაიხდიან. მოგება დაიბეგრება მხოლოდ მისი განაწილების, დივიდენდად გაცემის შემთხვევაში. მოქმედი საგადასახადო კოდექსის თანახმად, მოგების გადასახადის მოცულობა 15%-ს შეადგენს.

კანონპროექტის თანახმად, გადამხდელებს, რომელთაც აქტივობები არ უფიქსირდებათ, 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი დავალიანების თანხა ჩამოეწერებათ.

ყველა ახალი ამბავი
0