ხარების დღესასწაულზე პატრიარქი წირვას სვეტიცხოველში აღავლენს

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиსვეტიცხოველი
სვეტიცხოველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პატრიარქმა მორწმუნეებს მოუწოდა, გადადონ ყველა მატერიალური საზრუნავი ხარების დღეს და სვეტიცხოველში მივიდნენ.

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხარების დღესასწაულზე საზეიმო ღვთისმსახურებას ხუთშაბათს, 7 აპრილს, სვეტიცხოვლის ტაძარში აღავლენს. წირვა დილის 10 საათზე დაიწყება. ამის შესახებ უწმინდესმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოში ათონის მთიდან ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი ჩამოაბრძანეს

როგორც ილია მეორემ ბრძანა, დღესასწაულთან დაკავშირებით საღამოს ლოცვაც ჩატარდება, რომელიც 6 აპრილს სამების ტაძარში 18:00 საათზე დაიწყება.

„როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, ხარება ისეთი დღესასწაულია, როდესაც ჩიტი ბუდესაც კი არ აკეთებს. ამ დღეს ყველა ადიდებს უფალს. ამიტომ თქვენც გადადეთ ყოველგვარი მატერიალური ზრუნვა, მობრძანდით ტაძარში და შესთხოვეთ უფალს ღვთისმშობლის მფარველობა", — აღნიშნა ილია მეორემ.

მართლმადიდებლური ეკლესია 7 აპრილს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს.

ყველა ახალი ამბავი
0