თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. ათონის მთიდან 5 აპრილს საქართველოში ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი ჩამოაბრძანეს, რომელიც ფონდ „ივერიისას“ ინიციატივით სპეციალურად მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრისთვის დაიწერა.
7 აპრილამდე, ხარების დღესასწაულამდე ხატი მახათაზე, მშენებარე ტაძარში იქნება დაბრძანებული, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ ფონდ „ივერიისას“ პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ხუთშაბათს, 7 აპრილს, 10:00 საათზე, მშენებარე ტაძარში მრევლი საზეიმო წირვაზე დასწრებას შეძლებს.
ღვთისმშობლის ხატთან ერთად თბილისში ღირსი მამა გაბრიელ ათონელის ხატი ჩამოაბრძანეს.
ფონდ „ივერიისას“ წარმომადგენლებმა ხატი დილით ადრე სალონიკი-თბილისის ავიარეისით ჩამოაბრძანეს.
