უკრაინელმა დიზაინერებმა თბილისის მოდის კვირეულზე კოლექცია წარმოადგინეს

გამოწერა

თბილისის მოდის კვირეულზე დნეპროპეტროვსკის მოდის სახლ Blue Flax-ის კოლექცია იყო წარმოდგენილი. Sputnik-ის ვიდეოს საშუალებით შეგიძლიათ თვალი შეავლოთ უკრაინელი დიზაინერების კოლექციას. 

ირმა შარიქაძის პერფომანსი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში. - Sputnik საქართველო
მოდური ტანგო - ირმა შარიქაძის პერფომანსი

უბრალოებით, ლაკონურობითა და ქალური ენერგეტიკით გაიბრწყინა ქართული მოდის კვირეულზე უკრაინულმა ბრენდმა Blue Flax-მა.  

მისმა ავტორებმა და დიზაინერებმა ოლგა შახვაროსტოვამ და ირინა კოვალიოვამ თქვეს, რომ ამ კოლექციის შექმნა სილამაზემ, ხალხურმა შემოქმედებამ და „ქალის კოდმა“ შთააგონა.

„ქალის კოდი — ეს ერის კოდია. ჩვენი კოლექცია — ეს ქალის ჰიმნია, რომელიც ერის კოდს ატარებს — უკრაინულსა და თუ ქართულს. ქალურობა, ეს უპირველესად, კერიის მცველია, დედაა, საყვარელი ქალია, მეუღლეა. ჩვენი სამოსი ქალს მართლაც ქალად აქცევს და მის ქალურობას ხაზს უსვამს“, — განუცხადა Sputnik–ს ოლგა შახვოროსტოვამ. 

თაკო ჩხეიძე თბილისის მოდის კვირეულზე - Sputnik საქართველო
Tbilisi Fashion Week: პროგრესული და ავანტიურული

თბილისის მოდის კვირეულზე უკრაინელი დიზაინერები მოდის პრომოუტერ ლიკა ყაზბეგთან თანამშრომლობის წყალობით მოხვდნენ. უკრაინელებს თბილისში განსაკუთრებით მოეწონათ ახალგაზრდა დიზაინრე Lalo–ს ნამუშევრები, რომელთანაც მომავალში სიამოვნებით იმუშავებდნენ.

„ქართველ დიზაინერებს ძალიან კარგი გემოვნება აქვთ და ვფიქრობ, დიდი მომავალი აქვთ. რა მეთქმის — დაე, იღვაწონ!“ — უსურვეს ქართველ დიზაინერებს უკრაინული ბრენდის, „Blue Flax“–ის წარმომადგენლებმა.


ყველა ახალი ამბავი
0