თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში ქართველმა ფოტოგრაფმა და დიზაინერმა ირმა შარიქაძემ ტანგოს მოცეკვავეების მონაწილეებით პერფომანსი წარმოადგინა. იხილეთ ეს ლამაზი კადრე Sputnik-ის ფოტოკადრებში.
გასულ წელს,ე–12 სეზონის დებიუტანტმა „თბილისის მოდის კვირეულზე“ საკუთარი კაფსულა–კოლექცია წარმოადგინა, რომელიც ლეგენდარული ფრიდა კალოს მოტივებზე იყო შექმნილი.
ამ სეზონზე შარიქაძემ ორი ყველაზე დიდ გატაცებისთვის — მოდისა და ტანგოსთვის გაიღო ხარკი. სხეულის ენით გადმოცემული, ულამაზეს აბრეშუმის ფერად სამოსში ჩაწნული ქალური ემოციები, რასაც თან ახლდა მრუმე განათება და მარადმშფოთვარე მუსიკა, ქართველი მოდის მოყვარულებიც მოხიბლა და უცხოელებიც.
„იმას, რაც სცენაზე ნახეთ, Tango De Rosa ჰქვია, რაც „ვარდების ტანგოს“ ნიშნავს. ეს ოთხი ცეკვით ნაამბობი რამდენიმე დრამატული სასიყვარულო ისტორიაა. თავად ცეკვა — როგორც ფენომენი — ჩემთვის ძალიან საინტერესოა. სხვათა შორის, თბილისში ძალიან ცოტამ იცის ტანგოს ცეკვა, მე კი მინდა, რომ ბევრმა იცოდეს“, — უთხრა Sputnik–ს ირმა შარიქაძემ.
პერფომანსის საკვანძო მომენტი იყო ძალზე მეტყველი ფინალი: ერთ–ერთმა მოდელმა პირდაპირ სცენაზე გადაიპარსა თავი.
მოკლედ, რას არ გააკეთებ მაღალი მოსდისთვის?!